ყოველთვის ასე არ იქნება

ერთ ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მამა მუხლჩაუხრელად შრომობდა, თუმცა მაინც უჭირდა ცოლ-შვილის შენახვა. ოჯახის უფროსს სჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ოჯახის გასამხნევებლად, მან პატარა დაფაზე ამოტვიფრა წარწერა: „ყოველთვის ასე არ იქნება“ და გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდა.

გავიდა წლები

ოჯახი მოძლიერდა, ბავშვები გაიზარდნენ, გაჩნდნენ შვილიშვილები. ერთხელაც შეიკრიბნენ ყველანი მდიდრულ სუფრასთან, მშობლიურ სახლში. ილოცეს, ღმერთს მადლობა აღუვლინეს ნაბოძები სარჩო-საბადებლისთვის და მაგიდას შემოუსხდნენ. 

უფროსი შვილის ყურადღება მიიქცია კედელზე დაკიდებულმა წარწერამ – ყოველთვის ასე არ იქნება. მამას ჰკითხა:
– ხომ არ ჩამოვხსნათ? აღარ მინდა გავიხსენო ის მძიმე წლები, უკვე ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
– არა შვილებო, ეკიდოს, გახსოვდეთ, რომ შესაძლოა არც ასე იყოს ყოველთვის“ – უპასუხა მამამ.

მორალი: სიმდიდრესა და სიღარიბეშიც გახსოვდეთ – ყოველთვის ასე არ იქნება.

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).