ფინანსების მართვა წერა-კითხვასავით სავალდებულო უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის – ასე თვლიან ფინანსების ექსპერტები. სამწუხაროდ, სკოლების უმრავლესობა ამ თემას ნაკლებ ყურადღღებას უთმობს. არადა, რაც უფრო ადრეულ ასაკში გაიგებს ბავშვი ფინანსებთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მით უფრო გაუმარტივდება მას საკუთარი მომავლის დაგეგმვა.

გაეცანით ფინანსების ექსპერტების 10 რჩევას:

1. ჩართეთ ბავშვი ყოველდღიურ ფინანსურ ცხოვრებაში

მაგალითად, ატარეთ ბავშვები სუპერმარკეტში როდესაც სურსათს ან სხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებს ყიდულობთ. აუხსენით, თუ რატომ აქვს ერთი და იგივე დასახელების, მაგრამ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებულ საქონელს სხვადასხვა ფასი, რატომ ყიდულობთ 2 პურს და არა მეტს ან ნაკლებს და ა.შ. აჩვენეთ მას სალაროს „ჩეკი“, დაანახეთ ოჯახის ყოველდღიური ხარჯი. მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს ასევე ოჯახის შემოსავლები და პერიოდულად ესაუბრობოდეთ ყოველთვიური შემოსავლებისა და გასავლების თანაფარდობის შესახებ.

ატარეთ ბავშვები სუპერმარკეტში როდესაც სურსათს ან სხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებს ყიდულობთ.
1. ჩართეთ ბავშვი ყოველდღიურ ფინანსურ ცხოვრებაში.

2. ბავშვს ესაუბრეთ ფინანსებთან დაკავშირებული შედარებებით

ბავშვისთვის შეიძლება მოსაწყენი და რთული გასაგები იყოს ყოველდღე ფულის შესახებ საუბარი. ამიტომ, საქმეს მიუდექით შემოქმედებითად, მაგალითად, უთხარით მას, რომ თქვენ გაქვთ 10 ლარი, რომლითაც შეგიძლიათ იყიდოთ ან 5 დღის სამყოფი ხილის წვენი, ან  10 ცალი შოკოლადი, ან 1 ცალი სათამაშო. რომელს აირჩევდა? ასეთი მიდგომა ბავშვს უვითარებს ანალიზის უნარს და უფრო იოლად ხვდება ფულის მნიშვნელობას ვიდრე „მშრალად“ ნათქვამი „წვენი ღირს 2 ლარი“, „შოკოლადი ღირს 1 ლარი“ ან „სათამაშო ღირს 10 ლარი“.

ბავშვს ესაუბრეთ ფინანსებთან დაკავშირებული შედარებებით
2. ბავშვს ესაუბრეთ ფინანსებთან დაკავშირებული შედარებებით.

3. მიეცით ბავშვს ფულადი დახმარება, მაგრამ გარკვეული რაოდენობით, გარკვეული პერიოდულობითა და გარკვეული აქტივობის შესრულების სანაცვლოდ

ასეთი მიდგომა ბავშვს გამოუმუშავებს რეალური ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ყველა უნარს: მას ექნება გარკვეული რაოდენობის შემოსავალი (როგორც ხელფასი), გარკვეული პერიოდულობით (მაგალითად, თვეში ერთხელ), გარკვეული აქტივობის შესრულების სანაცვლოდ (მაგალითად, „შვილო, თუ ამ თვეში ისწავლი 500 ინგლისურ სიტყვას, თვის ბოლოს მიიღებ ორჯერ მეტ შემოსავალს“, ან „თუ გინდა მომავალ ზაფხულს დასასვენებლად წახვიდე, გააკეთე დანაზოგი“ და ა.შ.)

ფინანსურ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რომლითაც მშობელს შეუძლია წარმატებულ ადამიანად აქციოს შვილი. გასათვალისწინებელია, რომ ფულადი დახმარება უმჯობესია ხდებოდეს თვეში ერთხელ და არა კვირაში ერთხელ, რათა ბავშვმა ხანგრძლივვადიანი პერიოდისთვის შეძლოს პირად ფინანსებთან დაკავშირებული გათვლების გაკეთება.

ფინანსების მართვა - სტატია
3. მიეცით ბავშვს ფულადი დახმარება, მაგრამ გარკვეული რაოდენობით, გარკვეული პერიოდულობითა და გარკვეული აქტივობის შესრულების სანაცვლოდ.

4. ბავშვისთვის იყავით სამაგალითო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში

მიუხედავად იმისა, შეძლებულად ცხოვრობთ თუ არა, შეეცადეთ ყოველთვის გულწრფელი იყოთ თქვენს შვილებთან. აუხსენით მათ, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. მაგალითად, შვილებს აუხსენეთ როგორც ის, თუ რატომ გადადიხართ სხვა, უფრო უკეთეს პირობებში საცხოვრებლად, ასევე ის, თუ რატომ გადადიხართ უფრო უარეს პირობებში საცხოვრებლად.

ბავშვისთვის იყავით სამაგალითო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში.
4. ბავშვისთვის იყავით სამაგალითო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში.

5. მიეხმარეთ ბავშვს ფინანსებთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთებაში

ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ ცხოვრებაში მთავარია არა ფულის დაგროვება, არამედ მისი სწორად გამოყენება (მართვა). ბავშვი თქვენგან ფულის მიცემას უნდა აღიქვამდეს არა როგორც თქვენს ვალდებულებას (ან მითუმეტეს, მოწყალებას), არამედ როგორც შემოსავალს. მნიშვნელოვანია ბავშვი თავიდანვე ხედავდეს დანაზოგისთვის, სწავლისთვის, გართობისა თუ ყოველდღიური ხარჯებისთვის გადადებულ ფულს ცალკ-ცალკე. ასეთი მიდგომით ადამიანს უვითარდება ხარჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და ყალიბდება საღად მოაზროვნე, რაციონალურ პიროვნებად.

ფინანსების მართვა
5. მიეხმარეთ ბავშვს ფინანსებთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთებაში.

6. არ ჩაერიოთ, მიეცით ბავშვს საშუალება თავისით ისწავლოს ფინანსების მართვა

როდესაც ბავშვს სურს თავისი დანაზოგით შეიძინოს რაიმე სათამაშო, არ დაუშალოთ, ცხოვრება ხომ საუკეთესო მასწავლებელია. ამ მეთოდით ბავშვი მიხვდება, რომ ფული ყოველთვის არ არის საკმარისი რაოდენობით და რომ, თუ ამ სათამაშოს იყიდის, მოუწევს უარი თქვას სხვა, ასევე სასურველ რაღაცაებზე.

6. არ ჩაერიოთ, მიეცით ბავშვს საშუალება თავისით ისწავლოს.
6. არ ჩაერიოთ, მიეცით ბავშვს საშუალება თავისით ისწავლოს.

7. გააცანით ბავშვს ოჯახის ხანგრძლივვადიანი ფინანსური გეგმები

აუხსენით ბავშვს ხანგრძლივვადიანი ფინანსური გეგმის მნიშვნელობა, მან უნდა იცოდეს საიდან დაიწყო და საით მიდის მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. იცოდეს ბავშვმა, რომ, მაგალითად, ოჯახი ფულს აგროვებს უკეთესი სახლის ან ავტომანქანის შესაძენად, რემონტისთვის ან მოგზაურობისთვის, რადგან, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც იკითხავს „რატომ გვაქვს ცუდი სახლი?“ (ან რატომ არ გვყავს ავტომანქანა? ან რატომ არ დავდივართ სამოგზაუროდ?), თქვენ გასცემთ დამაჯერებელ პასუხს.

7. გააცანით ბავშვს ოჯახის ხანგრძლივვადიანი ფინანსური გეგმები.
7. გააცანით ბავშვს ოჯახის ხანგრძლივვადიანი ფინანსური გეგმები.

8. იცხოვრეთ მხიარულად

ბავშვებს არ უნდა შევაძულოთ არცერთი პატიოსანი საქმიანობა. მაგალითად, თუ ოჯახს ფინანსურად უჭირს ან/და მშობლებს უხდებათ „ტაქსისტად“, „ძიძად“ ან „დამლაგებლად“ მუშაობა, არ იწუწუნოთ ბავშვების თანდასწრებით. იმუშავეთ ხალისიანად და იყავით მადლიერი იმისა, რაც გაქვთ. სიმდიდრესა თუ სიღარიბეში, ყოველთვის გახსოვდეთ სიტყვები „ყოველთვის ასე არ იქნება!“.

8. იცხოვრეთ მხიარულად.
8. იცხოვრეთ მხიარულად.

9. საჭირო დროს უთხარი დამაჯერებელი „არა“

ბავშვმა შეიძლება მოითხოვოს მე-3 პუნქტში აღნიშნული ფულადი დახმარების გაზრდა. თუ ყოველ ჯერზე დაეთანხმებით, ბავშვი ვერასდროს გაიგებს რა ხდება რეალურ ცხოვრებაში, ვერასდროს გამოიმუშავებს უნარს, თუ როგორ იცხოვროს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი შვილი, მაშინ თამამად უთხარით უარი დახმარების გაზრდაზე და სთხოვეთ მაგალითად, დახმარების გაზრდის სანაცვლოდ კომპიუტერის საოფისე პროგრამები (დავუშვათ, Word-ი ან PowerPoint-ი) ისწავლოს უკეთესად.

9. საჭირო დროს უთხარი დამაჯერებელი „არა“.
9. საჭირო დროს უთხარი დამაჯერებელი „არა“.

10. ხელი შეუწყვეთ ბავშვს თავის საყვარელ საქმიანობაში გააკეთოს მაქსიმუმი

თუ ბავშვს უყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა, ატარეთ ფორტეპიანოს მასწავლებელთან, თუ უყვარს ფეხბურთი, შეიყვანეთ ფეხბურთზე და ა.შ. რაც უფრო მეტ სფეროში მოსინჯავს ბავშვი თავის ძალებს, მით უფრო მალე იპოვის თავის საყვარელ საქმეს. სტივ ჯობსის თქმით, „თუ გადავხედავთ წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ისინი აღწევენ წარმატებას, ვისაც უყვარს თავისი საქმე, ხოლო ისინი, ვისაც არ უყვარს თავისი საქმე, მალევე ტოვებს მას“. მიეცით ბავშვს საშუალება ადრეულ ასაკშივე იპოვოს საყვარელი საქმე და მთელი ცხოვრება მიუძღვნას საყვარელი საქმის კეთებისთვის ფულის გამომუშავებას და არა ფულის გამომუშავებისთვის მუშაობას.

10. ხელი შეუწყვეთ ბავშვს თავის საყვარელ საქმიანობაში გააკეთოს მაქსიმუმი.
10. ხელი შეუწყვეთ ბავშვს თავის საყვარელ საქმიანობაში გააკეთოს მაქსიმუმი.

P.S. თუ ბავშვებს უყვართ უწყინარი ვიდეოების გადაღება და გამოქვეყნება Facebook-ის ან YouTube-ის არხზე, არ უნდა დავსაჯოთ ამის გამო და არ უნდა ვუწოდოთ მათ საყვარელ საქმეს „დამპლური თამაშები“ 😉 .

წყაროwww.allbusiness.com
პაატა ცაგარეიშვილი
ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) ასოცირებული პროფესორი, სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) დამფუძნებელი.