პროფესიის ზოგადი დახასიათება
ლოგისტიკის, როგორც დარგის დანიშნულებაა მზა პროდუქციის, მასალებისა და ნედლეულის მიწოდების უზრუნველყოფა, მათი წარმოების ადგილიდან საბოლოო მოხმარების ადგილამდე. ლოგისტიკა ასევე მოიცავს მგზავრთა გადაყვანასაც. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ლოგისტიკის მთავარი მიზანია მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შრომითი და მატერიალური რესურსების მინიმალური დანახარჯებით.
ლოგისტიკა, როგორც მეცნიერება შეისწავლის სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვის საკითხებს. ქართულ განმარტებით ლექსიკონებში მოიხსენებენ ტერმინს „ლოგისტიკა“. თუმცა, ზოგიერთ თარგმანში შეხვდებით ასევე ტერმინს – „ლოჯისტიკა“, რაც იგივეს გულისხმობს რასაც „ლოგისტიკა“.
საქართველო წარმოადგენს ევროპა-სამხრეთ კავკასია-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო სისტემის საკვანძო ქვეყანას. ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა ლოგისტიკურ საქმიანობაზე.
სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი არის ადამიანი, რომელმაც იცის, თუ როგორ დაგეგმოს ტვირთის გადაზიდვა და მგზავრთა გადაყვანა ყველაზე ოპტიმალური მეთოდებით. ლოგისტიკის ოპერატორი ტვირთის სახეობის მიხედვით განსაზღვრავს მისი შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის აუცილებელ პირობებს, ასევე, ჩატვირთვა გადმოტვირთვის სპეციფიკასა და ხარჯებს. სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორად მუშაობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საამისო პროფესიული განათლება.
მოვალეობები
- სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა;
- სამგზავრო გადაზიდვების დაგეგმვა;
- შეკვეთის გაფორმება;
- გადაზიდვების მონიტორინგი;
- სატრანსპორტო დოკუმენტაციის შევსება;
- გადაზიდვა/გადაყვანის ლოგისტიკური დანახარჯების გამოთვლა.
სად შეიძლება დასაქმდეს
- ტვირთის გადამზიდავ კომპანიებში;
- მგზავრთა გადამყვან კომპანიებში;
- საბაჟო საწყობში;
- საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში;
- სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ასოციაციებში;
- სატრანსპორტო და საექსპედიციო ფირმებში;
- სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკურ კომპლექსებში;
- სავაჭრო-შემსყიდველ და საშუამავლო ფირმებში;
- მზა პროდუქციის მსხვილ სადისტრიბუტორო ფირმებში;
- გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში;
- საბაჟო ტერმინალურ კომპლექსებში;
- საშუამავლო ფირმებში.
შრომის საშუალო ანაზღაურება
800-1200 ლარი, სამუშაო გამოცდილების მიხედვით.
პროფესიის დაუფლება შესაძლებელია შემდეგ ავტორიზებულ სასწავლებლებში:
[huge_it_portfolio id=”2″]