სწრაფი სერვისი დააინტერესებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ ადამიანებს. ბევრ ავტოგასამართ სადგურზე არის მაღაზია, რომელშიც თითქმის არავინ არ შედის. მოუხერხებელია, საწვავის ჩასხმის პროცესში ვერ ასწრებ გადასვლას, ხოლო შემდეგ გაჩერება აღარ ღირს.
ბიზნეს იდეა – სწრაფი სერვისი
რა კარგი იქნებოდა ვინმე რომ გთავაზობდეს – „ცივ წყალს ხომ არ ინებებთ მაღაზიიდან, ან კოკა-კოლას, ან ჩიპსებს“. ბერვისთვის იქნებოდა მისაღები ასეთი სერვისი. თუ დრო გაქვთ და კომპლექსებიც არ გაწუხებთ, იპოვეთ ერთ-ერთი ასეთი ავტოგასამართი სადგური და შესთავაზეთ მის ხელმძღვანელს მოგცეთ უფლება მძღოლებს გამოუტანოთ მაღაზიიდან მათთვის სასურველი საქონელი. სთხოვეთ ხელმძღვანელს მოგცეთ საქონლის ფასიდან ნაწილი, ან მოგცეთ თანხის დამატების უფლება, ან დღეში რაიმე მოჭრილ თანხაზე შეთანხმდით. დიდი შანსია, რომ ბევრი ხელმძღვანელი დაგეთანხმოთ ასეთ წინადადებაზე.
თუ თქვენს მიერ არჩეულ ადგილზე დღეში თუნდაც 100 მანქანა მაინც ასხამს საწვავს და აქედან 20-ს მაინც დაითანხმებთ, რომ 5-10 ლარის საქონელი შეიძინოს, დღეში სშუალოდ 20-25 ლარის შოვნას შეძლებთ, რაც არც თუ ისე ცოტაა 😉 . სინამდვილეში კი გაცილებით მეტი მომხმარებელი გეყოლებათ.