სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები

სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოს პალატაში დაწერა, ადამიანის სულის ყველაზე ძლიერ სიმებსაც კი შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ მისმა კომპანია ეფლმა დაიპყრო მთელი მსოფლიო, სტივი ყოველთვის უბრალო ადამიანი იყო.

სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები

„მე შევძელი მიმეღწია  წარმატების უმაღლესი მწვერვალისთვის ბიზნესის სამყაროში. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება –  წარმატების ნიმუშია, მაგრამ ვაღიარებ, რომ მუშაობის გარდა არ მქონია ბევრი სიხარული და საერთოდ, სიმდიდრე – ეს არის მხოლოდ უბრალო მოვლენა ცხოვრებაში,  რომელსაც მე მივაღწიე.

ახლა,  ვწევარ საავადმყოფოს პალატაში და ვიხსენებ მთელს ჩემს ცხოვრებას, ვგრძნობ, რომ სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც მე ძლიერ ვამაყობდი, მოახლოებულ სიკვდილთან,   მნიშვნელობა დაკარგა.

სიბნელეში, როდესაც ვუყურებ  მწვანე შუქს, რომელიც მოდიოდა სიცოცხლის გასახანგრძლივებელი აპარატიდან, და მესმის მექანიკის დამახასიათებელი ხმა, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას.

ახლა, როდესაც უკვე გვაქვს საკმარისი ფული, დროა ვიფიქროთ ცხოვრების სრულიად განსხვავებულ საკითხებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული სიმდიდრესთან … ცხოვრებაში არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ … ზოგიერთისთვის შეიძლება ეს იყოს  ურთიერთობები,  მეორესთვის –  ხელოვნება ან სულაც ბავშვური ოცნებები …

მუდმივი რბოლა ცხოვრებისათვის, ადამიანს მარიონეტულს ხდის. მეც ასე დამემართა. ღმერთმა მოგვცა იმის შეგრძნების უნარი, რომ ჩვენს უახლოეს ადამიანებს ვუთხრათ, თუ როგორ გვიყვარს ისინი.

სიმდიდრე, რომელიც მე მაქვს,  არ შემიძლია თან წავიღო.  ის, რისი წაღებაც შემიძლია, არის მხოლოდ სიყვარულთან დაკავშირებული მოგონებები. სწორედ ეს არის ნამდვილი სიმდიდრე – სიყვარული, რომელიც თან უნდა გქონდეთ, თქვენში უნდა იყოს, რომ მოგცეთ ძალა და განაგრძოთ გზა.

სიყვარულს უზარმაზარი ძალა აქვს, მას ცხოვრებში არ აქვს ლიმიტი;  მიაღწე იმ სიმაღლეს, რომელიც თქვენ გსურთ მისაღწევად; წადით იქით, საითკენაც თქვენი გული მოგიწოდებთ – ეს ყველაფერი თქვენს ხელშია.

გაქვთ ფული –  შეგიძლიათ დაიქირავოთ უამრავი ადამიანი ვინც გატარებთ მანქანით, გააკეთებს საქმეს სახლში თუ სამსახურში, მაგრამ არავის შეუძლია შენი დაავადება თავად აიღოს.

მატერიალური ნივთები, რომლებიც გამოგვრჩა, შეგვიძლია ისევ ვიპოვოთ, გამოვიმუშაოთ, მოვძებნოთ, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რასაც ვერსრასდროს იპოვით, თუ დაკარგეთ – ესაა ცხოვრება.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ ახლა და რას მიაღწიეთ.  ყველასთვის  დადგება დღე, როდესაც ფარდა  ქვემოთ დაეშვება …

შენი საგანძური  ეს არის  სიყვარული – ოჯახის, შეყვარებულის, ახლობლების, მეგობრების …

გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იზრუნეთ სხვებზე.“

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).