ჯობსი-გეიტსის წარმატების პრინციპები – ასე დავარქვით ინტერვიუს, რომელიც 2007 წლის 30 მაისს, კონფერენცია D5-ის ორგანიზატორებმა – კარა სვიშერმა და უოლტ მოსბერგმა წაიყვანეს. ინტერვიუ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მაყურებელს პირველად მიეცა საშუალება მოესმინა Apple-ისა და Microsoft-ის წარმატების ისტორია უშუალოდ დამფუძნებლებისაგან – სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსისაგან.
ამ ადამიანებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს არა მარტო კომპიუტერული ინდუსტრიის, არამედ უამრავი სხვა დარგის განვითარებაში. არავინ იცის, მათ გარეშე, განვითარდებოდა თუ არა მუსიკალური და კინო ინდუსტრია, განიკურნებოდა თუ არა უამრავი დაავადება, იარსებებდა თუ არა ინტერნეტი, Facebook-ი და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ათასობით სხვა ბიზნესი.
ვიდეოს თან სდევს ქართულენოვანი სუბტიტრები და ემოციები (სმაილები), რამაც ჯობსი-გეიტსის წარმატების პრინციპები გასაგები გახადა იმ ქართულენოვანი აუდიტორიისთვის, ვისაც აწუხებს სმენის ან მხედველობის პრობლემა.
პროექტის ავტორი
ჯობსი-გეიტსის წარმატების პრინციპები ქართულად ითარგმნა და გახმოვანდა სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) მიერ.
მხარდამჭერები
- საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA – www.sba.edu.ge;
- სამოტივაციო და შემეცნებითი ვებ-გვერდები – www.4motivi.com; www.b2p.ge.
სპონსორი
ინტერნეტ სუპერმარკეტი – www.BigMarket.ge
