როგორ გავხდე წარმატებული ადამიანი

თუ Google-ში ჩაწერთ კითხვას – როგორ გავხდეთ წარმატებული ადამიანი?, Google ქართულად მოძებნის 41 ათასზე მეტ რჩევას, რუსულად – 377 ათასზე მეტს, ხოლო ინგლისურად – 185 მილიონზე მეტს.

rogor gavxdeT warmatebuli adamiani
„როგორ გავხდეთ წარმატებული ადამიანი?“ – Google-ის ძებნის შედეგები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ქვემოთ მოცემულია ამ რჩევებიდან ოთხი, პრაქტკაში ყველაზე მეტად გამოცდილი რჩევა, რომელიც, მიუხედავად იმისა თუ რა პროფესიის ხართ, დაგეხმარებათ თქვენი იდეების წარმატებით განხორციელებაში:

1. დათვალე შენი ყოველდღიური ხარჯი

ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც პირველსავე კვირაში ქრება თქვენი ხელფასის უმეტესი ნაწილი, ისე, რომ ვერც კი ხვდებით რაში იხარჯება ფული. საქმე იმაშია, რომ ტვინი ვერ აფიქსირებს იმ ცოტა და იაფ ხარჯებს, რომელსაც საკუთარი სიამოვნებისთვის ვხარჯავთ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა სიამოვნება შესაძლებელია, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ყოველთვის იცოდეთ რაში ხარჯავთ ფულს, რომელიც მთელი თვის დაუღალავი შრომით, ზოგჯერ კი, ღამეების თენებით გაქვთ ნაშოვნი.

2. გახსენი საბანკო ანგარიში დაგროვებისათვის

არ აგროვებ თანხას? ამ სტატიის წაკითხვიდან პირველსავე შესაძლებლობაზე გახსენი ზრდადი ანაბარი ბანკში და ყოველი ხელფასიდან გადადე თუნდაც სიმბოლური თანხა ამ ანგარიშზე. მომდევნო წელს საგრძნობლად გაიუმჯობესებ ფინანსურ მდგომარეობას. უფრო მეტიც, სასიამოვნოა, როდესაც იცი რომ სადღაც ფული გაქვს შენახული და ეს თავდაჯერებას გმატებთ ყველგან და ყოველთვის.

3. აირჩიე საყვარელი საქმე

როდესაც გიყვარს საქმე, ყოველთვის განსაკუთრებული პასუხიმგებლობითა და ენთუზიაზმით ასრულებთ სამუშაოს, რასაც აუცილებლად ამჩნევს კარგი მენეჯერი. ეს კი თქვენი კარიერის ზრდის პრდაპირი გზაა. არ დაგავიწყდეთ, საქმე, რომელსაც აირჩევთ, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა აკეთოთ. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ მომავალი პროფესიის არჩევას.

4. მიიღე საჭირო განათლება

დღეს განსაკუთრებით ფასდება განათლება და განათლებული ადამიანი. სანამ ახალგაზრდები და ამბიციურები ხართ, ჩადეთ თქვენი რესურსი განათლებაში, კერძოდ, იმ საქმის შესწავლაში, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ. ეს არის თქვენი მომავლის გასაღები. ამასთანავე სწავლის პერიოდში, უნივერსიტეტსა თუ ტრენინგებზე, ფართოვდება თქვენი ნაცნობთა წრე, რაც წარმოადგენს ცოდნის მიღების დამატებით სარგებელს და მომავალი წარმატებული ურთიერთობების საწინდარს.

P.S. პროფესიონლები გვირჩევენ ყოველთვიური ხელფასის 10%-ის გადადებას დასაგროვებლად, მანამ, სანამ თქვენი დანაზოგი არ გაუტოლდება თქვენსავე ხელფასის სამმაგ ოდენობას.
P.P.S. თანხის დასაგროვებლად აუცილებლად აირჩიეთ საიმედო ბანკი.

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).