მარკ ცუკერბერგის ბიოგრაფია საინტერესოდ აღწერს მის პიროვნებას. მარკი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი და მილიარდერია. მარკ ცუკერბერგი დაიბადა 1984 წლის 24 მაისს, ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ უაიტ-პლეინსში, ებრაულ ოჯახში. მამამისი სტომატოლოგია, ხოლო დედა ფსიქოლოგი, ჰყავს სამი და. მისი სრული სახელია მარკ ელიოტ ცუკერბერგი. მარკის მეუღლე მისი დიდი ხნის მეგობარი პრისცილა ჩანია.
მარკი სკოლის ასაკში დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამირებით, ქსელური თამაშების შექმნაც სცადა. მან Facebook-ის შექმნა მეგობრებთან, კრის ჰიუზსა და დასტინ მოსკოვიცთან ერთად სტუდენტობისას წამოიწყო. ფინანსური დახმარება ამ ჭკვიან ბიჭებს ბრაზილიელმა სტუდენტმა ედუარდო სავერინმა გაუწია.
დღეს ცუკერბერგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. მიუხედავად ამისა, ის არ შეცვლილა, უბრალოდ ცხოვრობს, არ უყვარს პომპეზურობა და ფუფუნება. მარკი დამწყებ ბიზნესმენებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.