ლარი პეიჯი Google-ის დამაარსებელია და არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თანამედროვე მსოფლიოს შექმნაში. მისი რჩევები დაგეხმარება სტარტაპთან დაკავშირებული სირთულეების კარგად გააზრებაში.
- ეძებე გიჟური იდეები! უფრო ადვილია წარმატების მიღწევა მეგაამბიციური პროექტებით. ერთი შეხედვით ეს დაუჯერებელია, მაგრამ თუ აირჩევ საქმეს, რომელსაც მხოლოდ შეშლილმა შეიძლება მოჰკიდოს ხელი, არც ისე ბევრი კონკურენტი გეყოლება. საუკეთესო ადამიანებს დიადი ამოცანის შესრულება სურთ. ამის საუკეთესო მაგალითია „გუგლი“;
- ნუ შეგაშინებს მარცხი. როცა „გუგლის“ შექმნას ვიწყებდით, შეიძლებოდა მარცხი გვეწვნია, მაგრამ ყველაფერი გამოგვივიდა. რაიმე მნიშვნელოვანი რომ გააკეთო, შიში უნდა დაძლიო. ადამიანები ზოგჯერ სინამდვილეში არაფერს რისკავენ, თუმცა, ფიქრობენ რომ რისკზე მიდიან;
- შეიძლება სერიოზული იყო კოსტიუმის გარეშეც;
- საჭირო ადამიანების გარემოცვაში გააკეთე მეტი, ვიდრე შენგან ელოდებიან;
- სამუშაოს შეხედე როგორც გამოცდას, რომლის წარმატებით ჩაბარებამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს;
- ყველაფერი ფულის გამო რომ გვეკეთებინა, დიდი ხნის წინ გავყიდდით კომპანიას და პლაჟზე დავისვენებდით;
- თითქმის ყველას, ვისაც რევოლუციური ან უბრალოდ კარგი იდეა ჰქონდა, თავდაპირველად გარშემომყოფები ეუბნებოდნენ, რომ გიჟი იყო;
- ჩვენი წარმატება იმაშია, რომ ყოველთვის ვაცნობიერებთ რასაც ვაკეთებთ. თუ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს გადავხედავთ, ისინი საკმაოდ ხშირად აანონსებენ რაღაცას, მაგრამ წლები გადის, პროდუქტი კი არ შეესაბამება გაცხადებულ ინფორმაციას;
- ვცდილობთ მომხმარებლის ის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რომლებზეც ჩვენამდე არავინ დაფიქრებულა.