ჰენრი ფორდის რჩევები მენეჯმენტთან დაკავშირებით

ცნობილია, რომ ჰენრი ფორდი პროდუქციას განუწყვეტლივ აიაფებდა, თუმცა ხარისხს ამაღლებდა. ფორდის გადაწყვეტილებები გასაოცრად ზუსტი და მოზომილი იყო. მისი პრინციპები, და შესაბამისად, მისი რჩევები მენეჯმენტთან დაკავშირებით, არც დღეს კარგავს აქტუალობას. გაეცანით ავტომობილების მეფის რჩევებს და მიხვდებით, თუ რატომ გაითქვა სახელი მსოფლიოში მისმა კომპანიამ.

რჩევები მენეჯმენტთან დაკავშირებით

  1. საწარმო საბეჭდი მანქანა არ არის, არამედ გაერთიანებაა, რომელიც მიმოწერით კი არ უნდა დაკავდეს, არამედ უნდა იმუშაოს;
  2. არ არის სავალდებულო ერთმა საამქრომ იცოდეს რა ხდება მეორეში. მთავარია ყველამ ზუსტად იცოდეს, თუ რა კავშირი არსებობს საამქროებს შორის. მენეჯერებმა თვალ-ყური უნდა ადევნონ, რომ საერთო ჯამში ყველამ ერთი საქმისათვის იშრომოს;
  3. მენეჯერმა უნდა შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც შეცდომა ითვლება გაკვეთილად, ხოლო საკუთარი შეცდომის აღიარება გმირობად. ასეთ გარემოში დაქირავებულ თანამშრომელთა მთელი ყურადღება გადატანილია საქმეზე და არა სხვისი შეცდომების დათვლაზე. სწორედ ასეთი სამუშაო გარემო განაპირობებს კომპანიის მდგრად და შეუქცევად განვითარებას;
  4. ვიქრობ, ცენტრალური ოფისისათვის დიდი შენობა სულაც არ არის აუცილებელი. მაგალითად, ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია რთული ადმინისტრაციული აპარატი;
  5. სისუფთავის გარეშე წესრიგს ვერ მიაღწევ. ჩვენი ქარხნის შენობებს 700-მდე ადამიანი ალაგებს. დაუდევრობასა და უწესრიგობას ვერც შენობაში ვეგუებით და ვერც წარმოებაში;
  6. დამსაქმებელმა მაღალკვალიფიციურ, მოტივირებულ დაქირავებულ თანამშრომლებს იმაზე მეტი უნდა გადაუხადოს, ვიდრე მისი კონკურენტები იხდიან. მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებს კომპანია პროფესიონალ;
  7. უჩვეულოდ დიდი ფასები არაჯანსაღი ბიზნესისა და ეკონომიკური ურთიერთობების მაჩვენებელია. ჯანმრთელ ადამიანს ნორმალური ტემპერატურა აქვს, ჯანსაღ ბაზარს კი – ნორმალური ფასი;
  8. ფასების დაწევა ბრუნვას ზრდის, ეს კი ბიზნესის გასაფართოებლად მოსალოდნელ მოგებაზე ფიქრის საფუძველს გაძლევს;
  9. მიზნად დავისახე რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეყიდა ავტომობილი და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ემუშავა კარგ ხელფასზე. ამ მიზანს ვერსდროს მივაღწევდი თუ საკუთარი თავისთვის მოგების ზომიერ ზღვარს არ დავაწესებდი.
SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).