რობერტ კიოსაკი, დაგეგმილი და დაუგეგმავი ბიზნესი

ერთ სოფელს აწუხებდა წყლის პრობლემა. სოფლის უხუცესებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებოდნენ ვინმეს წყლით მომარაგებაზე. ამ საქმის შესრულებას დასთანხმდა ორი მოხალისე ამავე სოფლიდან – ედი და ბილი. უხუცესებმა ორივესთან გააფორმეს კონტრაქტი, რადგან ფიქრობდნენ, რომ მოხალისეებს შორის გაიმართებოდა კონკურენცია, რაც გააიაფებდა წყლის ფასს.

ედის ისტორია

ორი მოხალისიდან ერთი – ედი, კონტრაქტის მიღებისთანავე შეუდგა საქმეს. იყიდა ორი სათლი და დაიწყო წყლის ზიდვა სოფლის მახლობლად მდებარე ტბიდან. ბილიკით დადიოდა წყლისკენ, რომელიც ერთი მილით (1,852 კმ) იყო დაშორებული სოფლიდან. მან მაშინვე დაიწყო ფულის გამომუშავება. ყოველ დილით ის ყველაზე ადრე დგებოდა რათა საკმარისი წყალი მოემარაგებინა. ეს იყო უმძიმესი შრომა, თუმცა ედი ბედნიერი იყო, რადგან ფულს გამოიმუშავებდა და თან ორი კონტრაქტიდან ერთის მფლობელი იყო.

მეორე ადამიანი, რომელმაც კონტრაქტი მიიღო – ბილი, ცოტა ხნით დაიკარგა, სოფელში რამდენიმე თვე არ გამოჩენილა. ეს ფაქტი ედის ახარებდა, რადგან კონკურენტი არ ჰყავდა და მთელი შემოსავალი მხოლოდ მას რჩებოდა.

ბილის ისტორია

ბილი, იმის ნაცვლად, რომ მასაც სათლებით ეზიდა წყალი, წავიდა სახლში, დაწერა გეგმა და დაარწმუნა ოთხი ინვესტორი წყლის მიწოდების აუცილებლობაში. ბილი რამდენიმე თვეში დაბრუნდა სოფელში, თან რამდენიმე მშენებელი და ინჟინერი ჩამოიყვანა.

ერთ წელიწადში ბილის გუნდმა ძლიერი უჟანგავი წყალსადენი გაიყვანა, რომლითაც სოფელი პირდაპირ მიაერთა ტბასთან. წყალსადენის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ბილმა განაცხადა, რომ მისი წყალი უფრო სუფთაა, ვიდრე ედის. მისთვის ცნობილი იყო მოსახლეობის წუხილი ედის მიერ მოზიდული წყლის უსუფთაობაზე, მან ამავე დროს განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში, შვიდი დღე შეეძლო სოფლის წყლით მომარაგება, რადგან ედი დასვენების დღეებში არ მუშაობდა და დაამატა, რომ უმაღლესი ხარისხის ფასი 15%-ით შეეძლო შეემცირებინა. სოფლის მცხოვრებლებმა მოიწონეს ბილის შეთავაზება.

კონკურენცია

ედიმ შეჯიბრების მიზნით მაშინვე შეამცირა ფასი და ახლა ერთდროულად ოთხი სათლით დაიწყო წყლის ზიდვა. შვილებსაც ამუშავებდა და მათ ეუბნებოდა, მალე დაესრულებინათ სწავლა, რადგან ეს ბიზნესი მომავალში მათი საკუთრება იქნებოდა. საბოლოოდ ედიმ დაიქირავა მუშები, თუმცა ჰქონდა ბევრი პრობლემა. ზოგიერთი მუშა თითო სათლ წყალს ეზიდებოდა და არა ოთხს, ითხოვდნენ ჯამაგირის მომატებას და ა.შ. მუშებისთვის ჯამაგირის მომატება კი ნიშნავდა წყლის საფასურის გაზრდას, რაც არაკონკურენტულ სიტუაციაში აყენებდა ედის.

ბილი მიხვდა, რომ თუ ეს სოფელი საჭიროებს წყალს, მაშინ სხვა სოფლებსაც დასჭირდებოდა იგი. მან თავის ბიზნეს-გეგმა ხელახლა გადაწერა და თავისი წყლის მიწოდების სისტემის გაყიდვა მთელს მსოფლიოში დაიწყო. მისი უპირატესობები იყო სწრაფი მიწოდება, დაბალი ფასი და მაღალი ხარისხი. ერთი სათლი წყლის მიწოდების ღირებულება მხოლოდ ერთი პესო იყო. ბილი მილიარდობით სათლ წყალს აწვდიდა მოსახლეობას ყოველდღიურად.

შემოსავლები ეს ფული ბანკში ბილს ანგარიშზე ერიცხებოდა. ფაქტიურად ბილიმ მილსადენი ააშენა იმისთვის, რომ მისი საბანკო ანგარიშისკენ ისე მუდმივად ედინა ფულს, როგორც წყალს სოფლისაკენ.

ბილი დიდხანს ცხოვრობდა ბედნიერად, ხოლო ედი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და მუდმივად ჰქონდა ფინანსური პრობლემები.

აი რა განსხვავებაა დაგეგმილ და დაუგეგმავ ბიზნესს შორის.

„ეს ისტორია მათთვისაა, რომლებიც დაიღალნენ სათლების თრევით და მზად არიან მილსადენი გაიყვანონ“ – რობერტ კიოსაკი

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).