ბანკის ოპერატორი

2938

პროფესიის ზოგადი დახასიათება

პროფესია ბანკის ოპერატორი დაკავშირებულია საბანკო სისტემის განვითარებასთან. პირველი საბანკო ურთიერთობები იტალიაში განხორციელდა, XII საუკუნეში. თუმცა, უმნიშვნელოვანესი საბანკო სისტემის შექმნა უკავშირდება ინგლისს, როცა 1694 წელს შეიქმნა ინგლისის ბანკი. თანამედროვე, საერთაშორისო დონის ბანკები მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ.

საქართველოში ძველად კრედიტის გავრცელებული ფორმა იყო მევახშეობა. საინტერესოა, რომ საკრედიტო ურთიერთობების კულტურა მონღოლთა „ოქროს ურდოს“ უკავშირდება, რადგან შუა საუკუნეებში გაჩნდა ვაჭართა საკრედიტო ასოციაცია, რომელსაც 1259 წლის სიგელით „ორთაღი“ (მონღოლური ამხანაგობა) ეწოდებოდა. „ორთაღი“ ასრულებდა უცხოური ფულის ადგილობრივზე გადახურდავებას, ზარაფობას (ფულის მოჭრა) და ქონების გირავნობით სესხად გასცემდა ნაღდ ფულს ან სხვადასხვა საქონელს.

ბანკის ოპერატორი არის პირი, რომელიც ქმნის ბანკის იმიჯს და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოპერატიულად დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია საბანკო პროდუქტების შესახებ და უზრუნველყოს ბანკისთვის კლიენტების მოზიდვა, ფლობს კლიენტებთან ურთიერთობის ტექნიკას და ეხმარება მათ. მასზე დაკისრებული მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციის გათვალისწინებით, ის ორიენტირებულია კარიერულ წინსვლაზე.

საქართველოში საბანკო სექტორი პოპულარობით სარგებლობს და ერთ-ერთი მზარდი სექტორია ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ბანკის ოპერატორებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ბანკის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საამისო პროფესიული განათლება.

მოვალეობები

  • საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
  • კლიენტის დარწმუნება;
  • პროგრამულ კომპლექსებში მუშაობა;
  • კლიენტის პირველადი იდენტიფიკაცია საბანკო პროდუქტის გაფორმებისას (დეპოზიტი, პლასტიკური ბარათი, მიმდინარე ანგარიში, გზავნილი, საკრედიტო პროდუქტი და სხვა);
  • კლიენტის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ფინანსური და სხვა სააღრიცხვო ოპერაციების განხორციელება;
  • ფინანსურ მონაცემთა ბაზის შექმნა, დამუშვება;
  • გასავლისა და ხარჯების ანალიზი.

სად შეიძლება დასაქმდეს

  • საბანკო დაწესებულებებში;
  • საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებში.

შრომის საშუალო ანაზღაურება

500-1000 ლარი, სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

პროფესიის დაუფლება შესაძლებელია შემდეგ ავტორიზებულ სასწავლებლებში:

[huge_it_portfolio id=”2″]

მეტი: პროფესიული სტანდარტი და მოდულები