მზისგან დამცავი სათვალე პირველად უკიდურესი ჩრიდილოეთის მცხოვრებლებმა გამოიყენეს თოვლის ბრჭყვიალისას, სიბრმავისგან თავდასსაცავად. მათ ხის მერქნისა და ძვლისგანაც აკეთებდნენ. ეს იყო ფირფიტები, რომლებსაც პატარა ჭრილები ჰქონდა დატანებული. ცნობილია, რომ რომაელი იმპერატორი ნერონი გლადიატორთა ბრძოლებს ზურმუხტის შუშის მიღმიდან უყურებდა. მე 12 საუკუნეში ძველ ჩინეთში მოსამართლეები დაბინდულ კვარცის ფირფიტებს იყენებდნენ არა მაინცდამაინც მკვეთრი შუქისგან თვალების დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ მოწმეების დაკითხვისას მათი თვალების გამომეტყველება არ დაენახათ. მე 18 საუკუნის შუა წლებში ჯეიმს ესკოტმა ფერადი შუშების გამოყენება დაიწყო, თუმცა მას მზისგან დაცვის მიზანი არ ჰქონია: ესკოტს მიაჩნდა, რომ ფირუზისფერი ტონების შუშები მხედველობას აუმჯობესებს. მე 19-20 საუკუნეებში სინათლისადმი მგრძნობიარე თვალებისთვის ხშირად იყენებდნენ ქარვისფერი ტონების შუშებს.
შავი სათვალის ბუმი მე 20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ესეც კოკო შანელის წამოწყება იყო. 1930-იანი წლებში პოპულარული გახდა მოდელი „ავიატორი“ 1950-იან წლებში მზის სათვალე მასობრივი გამოყენების საგნად იქცა. „ქარიშხლიან“ 1960-იანებში კი მუქი „წყლის წვეთები“ ახალგაზრდული როკისა და პოპკულტურის ფეტიშად იქცა. სწორედ მაშინ აირჩია იოკო ონომ მუქი შავი სათვალე ჯონ ლენონის დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად. 1980-იან წლებში ცვლილებათა კიდევ ერთმა ტალღამ გადაუარა მზის სათვალეებს. დღეს ის მოდის სამყაროს განუყოფელი ნაწილია.
წყარო: 20 რამ, რაც ყოველთვის მოდურია
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები