ყველაზე ეფექტურია თუ ყოველდღიური სამუშაო წინასწარ გვქექნება განსაზღვრული. თუმცა, ხშირად გვიწევს მოულოდნელად გამოჩენილი სამუშაოების შესრულებაც, ან საერთოდ ისეთი საქმის კეთება, რომელიც არ ვიცით რაში გამოგვადგება მომავალში. რეკომენდებულია, თუ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას მთლიანად კონცენტრირდებით ამ სამუშაოზე და სხვა საქმეს დროებით დაივიწყებთ.
ქვემოთ მოცემულია სამუშაოს შესრულების სამი მიდგომა, რაც დაგეხმარებათ თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკეთ ორგანიზებაში:
1. წინასწარ განსაზღვრული სამუშაოს შესრულება. წინასწარ განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისას შემდგომი მოქმედების სიითა და ჩვენი კალენდრიანი დღიურით ვხელმძღვანელობთ, ანუ ბოლომდე მიგვყავს ამოცანები, რომელთა შესრულება წინასწარ დაგვისახავს მიზნად, ვმართავთ მუშაობის პროცესს. ვრეკავთ ყველგან, სადაც უნდა დავრეკოთ, ვინიშნავთ სახვადასხვა ჩვენთვის საინტერესო იდეის მონახაზს, ვესწრებით თათბირსა და შეხვედრას, ანდა ვამზადებთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლებზეც ჩვენს ადვოკატს უნდა გავესაუბროთ.
2. მოულოდნელად გამოჩენილი სამუშაოს შესრულება. ხშირად საქმე სრულიად მოულოდნელად, გაუთვალისწინებლად გვატყდება თავს და მისი შესრულების შესახებ გადაწყვეტილებასაც მყისიერად ვიღებთ. მაგალითად: საკუთარ კაბინეტში ზიხართ, ამ დროს მოდის თქვენი ერთ-ერთი პარტნიორი და გესაუბრებათ რომელიღაც პროდუქტის გაყიდვაში ჩაშვებაზე, იძულებული ხდებით, ყველა საქმე გადადოთ და პარტნიორს დაელაპარაკოთ. ასე ხდება ყოველ დღე – უეცრად გამოჩნდება საქმე ან საქმეები, რომელთა დიდი ნაწილის მოგვარება თქვენგან ძალისხმევას, ენერგიას მოითხოვს. აჰყვებით თუ არა ამგვარ გამოწვევას, ავტომატურად აღიარებთ, რომ იგი თქვენ მიერ იმ წუთას გასაკეთებელ ყველა საქმეზე მნიშვნელოვანია.
3. შასასრულებელი სამუშაოს რაობის განსაზღვრა. ჩვენს მიერ შესასრულებელი სამუშაოს რაობის განსაზღვრას თავისთავად მოჰყვება შემომავალი ინფორმაციის „კონტეინერის“ დაცლა, რაც კორესპოდენციის, ციფრული შეტყობინებებისა და სხვადასხვა ტიპის შენიშვნებისაგან გათავისუფლების გარდა, ახალი პროექტების განსახორციელებელ ნაბიჯებად დაყოფას გულისხმობს. შემომავალი ინფორმაციის გადამუშავებისას ყურადღება მივაქვიოთ მოქმედებებს, რომლებიც ორ წუთზე ნაკლებ დროს მოითხოვს. ამგვარი მოქმედება იდენტიფიცირებას უკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც ოდესმე გაკეთდება, მაგრამ ახლა არა, შესაბამისად მუშაობის პროცესში ჩვენს მიერ შედგენილი სიებიც ცვლილებას განიცდის.