SEPtips: ვიცოდეთ როდის რისი დროა…

ყველასათვის ცნობილია, ძიების პროცესში როგორ ცვდება ჩვენი შესაძლებლობები, ზოგჯერ ქანცი გვეცლება. ზოგჯერ მოთმინებით უნდა აღვივსოთ, ზოგჯერ კი გზა განვაგრძოთ. სიბრძნე ისაა – ვიცოდეთ როდის რისი დროა. თქმა იოლია, საქმის კეთება კი…  კარგი იქნება ყველაფერი წინდაწინ ვიცოდეთ. უნდა მივეჩვიოთ წინასწარ შეფასებას და ამით დროს დავზოგავთ. ეცადეთ, გასცეთ შემდეგ კითხვებს პასუხი:

  1. სამსახური რომ დავტოვო, რას მომიტანს ხვალინდელი დღე? – შეიძლება რაიმე თავგადასავალი გადამხდეს, ოღონდ ხელფასის გარეშე.
  2. სამსახურში რომ დავრჩენილიყავი? – იგივე მოვალეობები მექნებოდა, მაგრამ ხელფასით.
  3. ახალ კარიერაზე რომ მეფიქრა? – მუშაობას განაგრძობთ და იმავდროულად სხვა რამ უფრო საინტერესოს ძებნას შეუდგებით; ასეთი მიდგომა ძველ სამუშაო ადგილზე ყოფნისას ახალ შესაძლებლობებს გადაგიშლით წინ. აუცილებელია ყველაფერი კარგად მოიფიქროთ და ბევრ კითხვას გასცეთ პასუხი. 

  თუ ამჟამინდელი სიტუაციის უკეთესით შეცვლის ყოველნაირი ცდა ჩიხში მოგაქცევთ, ეს იმის ნიშანია, რომ დროა გზა განაგრძოთ. იმედის გაცრუებას სწრაფად უნდა დაემშვიდობოთ – ეს უნდა ისწავლოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებული გახდეთ. თვითრეალიზაცია მსხვერპლს მოითხოვს – წარუმატებელი ცდებისა და სამწუხარო შეცდომების სახით. აუცილებელია დაიცვათ გონივრული წონასწორობა სამუშაოსა და გატაცებებს შორის. ვაკეთოთ ის, რაც შეგვეფერება, რისი მიდრეკილებაც გვაქვს და რაც გვსიამოვნებს.

წარმატება ბედნიერების დიდებულ განცდას გვანიჭებს. წარმატებამ ძალ-ღონე უნდა შეგმატოთ, ქანცი კი არ უნდა გამოგაცალოთ.

დრო დაუთმეთ ფიქრს – კონფუციმ თქვა:  „გაუაზრებელი სწავლა ფუჭი შრომაა-ო.“  წესად აქციეთ, რომ საგულდაგულოდ გაანალიზოთ თქვენი აზრები, ქცევები და შესაძლებლობები. ზოგი არის დაბადებული მეწარმეობისთვის, ზოგი არა, ძალიან დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავთ თუკი ეს თავიდანვე გარკვეული გექნებათ – შეამოწმეთ, როგორ იქცევით სტრესთან და რისკთან დაკავშირებულ სიტუაციებში და გაეცით პასუხით სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვებს.

ისწავლეთ, იმუშავეთ და იფიქრეთ თანაბარპროპორციულად და იარეთ სწორი მიმართულებით!

წყარო:  დონალდ ტრამპი: იფიქრე ჩემპიონივით
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპი – განეწყვეთ სამუშაოსთვის
SEPtips: დონალდ ტრამპის ცხოვრების წესები
SEPtips: დონალდ ტრამპი – ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე
SEPtips: დონალდ ტრამპი – ინოვაცია
SEPtips: დონალდ ტრამპი – ბიზნესი შემოქმედებითი პროცესია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ

მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).