SEPtips: უორენ ბაფეტის მცნებები

1. ინვესტირება იმას ნიშნავს, რომ ფული დააბანდოთ დღეს და ხვალ მიიღოთ გაცილებით მეტი. დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე შოულობთ. თვითონ ბაფეტი წლების განმავლობაში საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, იმის ნაცვლად, ძვირად ღირებულ კოტეჯებში ეცხოვრა და რესტორნებში ევახშმა, ყოველი თავისუფალი ცენტით აქციებს ყიდულობდა. 35 წლის განმავლობაში მან 100 ათასი დოლარი 200 ათასი პროცენტით გაზარდა;
2. იყიდეთ მხოლოდ იმ კომპანიების აქციები, რომელთა პროდუქცია კონკრეტულად თქვენ მოგწონთ. მაგალითად უორენ ბაფეტმა მკვეთრად გაზარდა თავისი ქონება, როცა მისი საყვარელი „ჯილეტის“ სამართებლების მწარმოებელი კომპანიის აქციათა 9 -პროცენტიანი პაკეტი იყიდა;
3. არასდროს ჩადოთ ფული იმ სფეროში, რომელსაც არ იცნობთ;
4. არასდროს გამოიჩინოთ ზედმეტი თავაზიანობა წამგებიან საწარმოებთან, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმათთან, რომლებიც არ მოგწონთ;
5. ყოველი მზარდი აქციის უკან წარმატებული ბიზნესი დგას;
6. ფული დააბანდეთ საერთაშორისო ქსელის მქონე ბიზნესში;
7. ბაზარზე არის მომგებიანი და ლიდერი აქციები, სწორედ ისინი უნდა იპოვოთ. როგორც წესი, ზოგიერთი კომპანია სწრაფად იზრდება. სწორედ ასეთები უნდა იპოვოთ და მათზე გააკეთოთ აქცენტი;
8. სიმდიდრე სულის მდგომარეობაა, მე ვიცოდი, რომ მდიდარი ვიქნებოდი, ამაში არასდროს დავეჭვებულვარ;
9. წარმატება უფრო მეტია, ვიდრე მსხვილი საბანკო ანგარიში;
10. არ აიღოთ სამომხმარებლო კრედიტები, რაც უფრო სწრაფად მიხვდებით, რომ მომხმარებლობა თანამედროვეობის ჭირია, რომელიც მსხვილმა კორპორაციებმა გამოიგონეს, რათა ადამიანები აიძულონ მათთვის იმუშაონ, მით სწარაფად იტყვით უარს უსარგებლო რამეებზე. მხოლოდ სულელი იყიდის დღეს იმას, რის გამომუშავებასაც ხვალ მოახერხებს. ერთხელაც სამუშაო დღეები დასრულდება , ვალი კი დარჩება;
11. სწორად შეარჩიეთ გარემოცვა, დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენზე უკეთესად მიიჩნევთ თქვენს საყვარელ სფეროში, ეს დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით სვლაში;
12. აზარტული თამაშები სულელებისთვის არის მოგონილი,  წესი პირველი: არასდროს დაკარგოთ ფული,  წესი მეორე: არასდროს დაგავიწყდეთ წესი პირველი.
13. გულუხვობა და შეძლება ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. იმ მილიარდერებს შორის , რომელთაც ვიცნობ, არ არიან ისეთები, რომლებიც ფულს ძალიან შეუცვლია, თუ გამდიდრებამდეც რეგვენები იყვნენ, მერე უბრალოდ, მილიარდერი რეგვენები გახდნენ.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).