უარი რასიზმს

664

რამოდენიმე წლის წინ, YouTube- ზე დაიდო ვიდეო, რომელიც სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში. ვიდეო წარმოადგენს ბერძენი რეჟისორის, ნენსი სპესიოტის მოკლემეტრაჟიან სოციალურ რგოლს, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ დააფიქროს საზოგადოება რასიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ნაჩვენებია სიუჟეტი, სადაც მშობლებს მიჰყავთ თავიანთი პატარა ქალიშვილი ექიმთან. მისაღებში განთავსებული სკამებიდან, ერთ-ერთზე ზის სხვა ეროვნების ახალგაზრდა ბიჭი. როდესაც პატარა გოგონა მის გვერდით დაჯდა, დედამ ის სასწრაფოდ გადასვა ბიჭისგან მოშორებით, თუმცა თვითონ მის გვერდით უწევდა დაჯდომა. ამის დანახვისას, მამამ გამოიჩინა „საზრიანობა“, თვითონ ფეხზე დადგა, მიუხედავდ იმისა, რომ სკამები საკმარისად იყო, ხოლო თავისი ადგილი დედას თაუთმო.

ცოტა ხანში ექთანმა ახალგაზრდა ბიჭსაც და ოჯახსაც ექიმთან უხმო.

რა კარგად გამოიყურები ასეთი ოპერაციის შემდეგ – მიმართა ექიმმა პატარა გოგონას, რომელსაც კიბოს მიზეზით, ცოტა ხნის წინ ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს, ხოლო შემდეგ მშობლებს წარუდგინა დონორი, სწორედ ის, მოსაცდელში მყოფი სხვა ეროვნების ახალგაზრდა, რომელმაც მათი შვილი, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სიკვდილს გადაარჩინა.