მაღალგანვითარებული, თვითკონტროლის მქონე ადამიანისათვის მიუღებელია სიძულვილი, შური, ეჭვიანობა, შიში, შურისმგებლობა და სხვა დამანგრეველი ემოცია; ის არ ვარდება ექსტაზში და არ ავლენს გაუკონტროლებელ ენთუზიაზმს. საკუთარი თავის რწმენა – წარმატების მიღწევის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია. შეისწავლეთ იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებსაც ქვეყანა უდიდეს ადამიანებად მიიჩნევს და თქვენ შეამჩნევთ, რომ – ყოველ მათგანს კარგად ჰქონდა განვითარებული თვითკონტროლი.
თვითკონტროლის არქონა, პირველ რიგში, გამყიდველებისათვისაა ყველაზე დიდი ნაკლი. სიტყვაში „გამყიდველი“ იგულისხმება ყველა, ვინც სხვებს ლოგიკურად არწმუნებს ან მიმართავს მათ ინტერესს თავისი თავისკენ. ჩვენ ყველა გამყიდველები ვართ, ან უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის მომსახურებას ან საქონელს ვთავაზობთ.
მოლაპარაკების უნარი, სხვებთან შეხლა-შემოხლის გარეშე, ყველა წარმატებული ადამიანის გამორჩეული თვისებაა – როგორი წარმატებულია ის ადამიანი, ვინც ფლობს ტაქტიკური მოლაპარაკების ხელოვნებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მასზე ნაკლები განათლებულია, ვისთანაც მოლაპარაკებას აწარმოებს. წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება, თვითკონტროლის საფუძველზე ვითარდება. დააკვირდით, გამოცდილი გამყიდველი რა ადვილად იჩენს თვითკონტროლს, როდესაც სულსწრაფ მყიდველთან მუშაობს. გულის სიღრმეში ის შესაძლოა ბრაზობდეს კიდეც, მაგრამ არც სიტყვებით და არც სახის გამომეტყველებით ამას არ გამოავლენს, ის ფლობს ტაქტიკური მოლაპარაკების ხელოვნებას.
როგორ გავაკონტროლოთ საკუთარი თავი, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვართ?
პასუხი ასეთია – ზუსტად ისევე, როგორც თქვენი ქცევის მანერასა და ხმის ტონს იცვლით მაშინ, როდესაც ოჯახის წევრთან ცხარე კამათისას კარებზე ზარის ხმას გაიგონებთ – თქვენ შეგიძლიათ სიბრაზის გაკონტროლება იმიტომ, რომ ოჯახის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნავთ. სწორედ იგივე პრინციპი მოქმედებს ბიზნესსა თუ სხვა ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად – გახსოვდეთ, მაშინაც კი, როდესაც ძალიან გაბრაზებული ხართ, თქვენ აუცილებლად უნდა იზრუნოთ როგორც საკუთარი თავის, ისე საკუთარი ბიზნესის იმიჯსა და რეპუტაციაზე.
ვერცერთ ადამიანს ვერ ექნება დიდი ქონების მოპოვების და მისი შენარჩუნების იმედი, თუ მას თვითკონტროლი არ აქვს. თვითკონტროლის განვითარებით თქვენ სხვა ისეთ თვისებებს ავითარებთ, რომლებიც თქვენი პიროვნების ძალას ზრდიან. თქვენ უნდა ისწავლოთ ყველა სახის შეურაცყოფის და დასჯის მიღება მათზე პასუხის გაუცემლად, როდესაც გაბრაზებული ადამიანი იწყებს თქვენს ლანძღვა-გინებას, სამართლიანია ის თუ უსამართლო, უბრალოდ გაიხსენეთ, რომ თუ ამითვე უპასუხებთ, თქვენ ამ ადამიანის დონემდე დახვალთ და მაშასადამე ეს ადამიანი თქვენზე იმარჯვებს.
ყველაზე ცხელი ნაკვერჩხალი, რომელიც შეგიძლით დააყაროთ თავზე თქვენს გამბრაზებელს, ეს არის ადამიანური სიკეთის ნაკვერჩხლები!
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რას მოითხოვთ სხვებისაგან და თქვენ აიძულებთ მათ ამის გაკეთებას – პატიების კანონის გამოყენებით.
წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები