SEPtips: სტივ ჯობსი შეფუთვის შესახებ

პროდუქტის დახვეწილი დიზაინის გარდა, ჯობსი ასევე მოითხოვდა ელეგანტურ და ლამაზ შეფუთვებს. ის და Apple-ს მთავარი დიზაინერი ჯონ აივი (Jonathan Ive) გონებას კარგავდნენ სხვადასხვა ზომის დახვეწილ ყუთებზე. კომპიუტერის ყუთიდან ამოღებას შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა, ახალი iPhone და iPad-ი ულამაზესად უნდა ყოფილიყო შეფუთული. „შეფუთვა თეატრივით უნდა იყოს, მან მთელი ისტორია უნდა წარმოადგინოს“ – ამბობდა აივი.

იმ პატენტებს შორის, რასაც ჯობსი და აივი ფლობდნენ, იყო iPhone-ის და iPad-ის ყუთებიც. ჯობსის სახელს უკავშირდება Apple-ს 313 პატენტი, შეფუთვა, დიზაინი, ელექტროენერგიის სადენი თუ შუშის ელეგანტური კიბე. ყუთები იმდენად მოხდენილი იყო, რომ ზოგიერთი მომხმარებელი მას კედელზე ჰკიდებდა ან უჯრაში ინახავდა.

სტივი ამბობდა, რომ შეფუთვისათვის ყურადღების მიქცევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაიკ მარკულამ (Mike Markkula), მისმა მენტორმა და Apple-ს პირველმა ინვესტორმა უთხრა, რომ „ცუდ პრეზენტაციას შეუძლია საოცრად კარგი პროდუქტი აქციოს „უხარისხოდ“ – მომხმარებელთა უმეტესობა წიგნს მისი ყდის მიხედვით აფასებს, როდესაც iPhone-ის ან iPad-ის ყუთს გახსნის, სწორედ ამ ეტაპიდან უნდა განსაზღვროს მომხმარებელმა პროდუქტისადმი თავისი დამოკიდებულება“  ასე მასწავლა მაიკმა, ამბობდა ჯობსი.

წყარო: კარენ ბლუმენტალი „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“
ვინ არის სტივ ჯობსი: ბიოგრაფია: სტივ ჯობსი (STEVEN PAUL JOBS)
სტივ ჯობსის რჩევები: SEPtips: წარმატების წესები სტივ ჯობსისგან
საინტერესო ფაქტები:

SEPstory: ერთმანეთის რა თვისებებს ნატრობენ სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი
SEPstory: რა კავშირი აქვს სტივ ჯობსს ინტერნეტ-ქსელის (WWW) გამოგონებასთან
ფილმი: ჯობსი / JOBS

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).