SEPstory: სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი – მსგავსება და განსხვავება

სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი ერთხანს კონკურენტები იყვნენ, მაგრამ როდესავ Apple-ს პრობლემა შეექმნა, სტივ ჯობსმა პატივმოყვარეობა გვერდზე გადადო…

ამ ორ პიროვნებას გრძელი და რთული ისტორია აქვს: ორივე 1955 წელს დაიბადა და დიდების მწვერვალს ოციოდე წლის ასაკში მიაღწია – ჯობსმა პერსონალური კომპიუტერების დამზადების, გეიტსმა კი პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესში. ორივე 30 წლის ასაკში ბერბიჭებად მიიჩნეოდა და ერთდროულად რამდენიმე ქალთანაც კი ჰქონდათ რომანი. მართალია საზოგადოება მათ კონკურენტებად აღიქვამს, თუმცა დღეს ბევრმა არ იცის, რომ Microsoft-მა დაწერა Apple II-ის პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო Macintosh-ისთვის პირველი ცხრილებთან სამუშაო პროგრამა (Microsoft Excel For Mac).

გეიტსი პერსონალურ კომპიუტერს აღიქვამდა ისეთ ნივთად, რაც ბიზნესის მართვას გააიოლება, ჯობსი კი – „მნიშვნელოვან იარაღად“, რომელიც ადამიანს უფრო მეტად გააკეთილშობილებდა. გეიტსი პრაქტიკოსი და კარგი მეთოდოლოგი იყო, ის არ ერიდებოდა არც თუ ისე დახვეწილი პროდუქტის ბაზარზე გამოტანას, რომელსაც მოგვიანებით დახვეწდა; ჯობსი კი უფრო ემოციური და დაუდგომელი ბუნების ადამიანად მიიჩნეოდა, იქამდე არ ჩქარობდა პროდუქტის გაყიდვას, სანამ სრულყოფილ სახეს არ მიიღებდა.

სტივ ჯობსმა პირველმა მოახერხა მილიონის მოხვეჭა და ტექნოლოგიური რევოლუციის სახედ იქცა. Macintosh-ის აქციების ბაზარზე გატანის შემდეგ ჯობსის ქონება ისე სწრაფად გაიზარდა, რომ ის მალე ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მოხვდა. იმ დროისთვის ჯობსიც და გეიტსიც ერთმანეთს შენატროდნენ: გეიტსი მიიჩნევდა, რომ ჯობსმა პროგრამის დაწერაც კი არ იცოდა, მაგრამ ბრწყინვალე ტექნოლოგიური ხედვა ჰქონდა. ჯობსი კი – გეიტს საზრიან  ბიზნესმენად იცნობდა.

მათ დიდი ბრძოლები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, მოიპარა თუ არა გეიტსმაWindows-ის ოპერატიული სისტემისათვის ჯობსის ინტელექტუალური საკუთრება – Macintosh-ის ოპერაციული სისტემა. სტივი სასამართლოს გზით რამდენიმე წელი უშედეგოდ ედავებოდა ბილს ამ საკითხზე. იმ დროისათვის ორივე ცუდი თვალით უყურებდა ერთმანეთს – გეიტსი Macintosh-ის დიდი მხარდამჭერი იყო, მაგრამ დასცინოდა იმ პროდუქტს, რასაც ჯობსი NeXT-ში ქმნიდა. თავის მხრის, ჯობსიც მტკივნეულად აღიქვამდა გეიტსის წარმატებას…

1990-იანი წლების ბოლოს, სტივი ხედავდა თუ როგორ მარცხდებოდა მისი კომპანია Microsoft-თან ჭიდილში. კერძოდ, როდესაც Macintosh-ის გაყიდვების მაჩვენებელი ეცემოდა, ბილმა უარი განაცხადა Macintosh-ზე მორგებილი Excel-ისა და Word-ის პროგრამების შექმნაზე (როგორც იცით, Macintosh-ს სჭირდება Windows-ისაგან განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფა).

ასეა თუ ისე, სტივი მიხვდა, რომ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე Apple-ს გაუჭირდებოდა არსებობა, და დაურეკა ბილს : „გულწრფელად გეტყვი, მინდა აქ საქმეები გამოვასწორო, ამაში შენი დახმარება დამჭირდება“.

ერთ-ერთ შეხვედრაზე ჯობსმა გეიტსი სცენაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე გამოაჩინა, რითაც მან მიანიშნა თუ რამდენად პატარები იყვნენ თვითონ და Apple ბილ გეიტსთან და მის კომპანიასთან შედარებით.

ამ ორმა  ადამიანმა უდიდესი წვლილ შეიტანა თანამედროვე ბიზნესის განვითარეაბაში, მათი ღვაწლი ფასდაუდებელი და უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში – ბიზნესის კეთების საქმეში.

წყარო: კარენ ბლუმენტალი „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“
ვინ არის სტივ ჯობსი: ბიოგრაფია: სტივ ჯობსი (STEVEN PAUL JOBS)
ვინ არის ბილ გეიტსი: ბიოგრაფია: ბილ გეიტსი (BILL GATES)
რჩევები:
SEPtips: წარმატების წესები სტივ ჯობსისგან
SEPtips: რჩევები ბილ გეიტსისგან
SEPtips: ბილ გეიტსის რჩევები აბიტურიენტებს
საინტერესო ფაქტები:
SEPstory: ერთმანეთის რა თვისებებს ნატრობენ სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი
SEPstory: რა კავშირი აქვს სტივ ჯობსს ინტერნეტ-ქსელის (WWW) გამოგონებასთან
ფილმები:
ჯობსი / JOBS
სილიკონის ველის მეკობრეები /PIRATES OF SILICON VALLEY

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).