1980-იან წლებში, კომპანია Sony-ში სტუმრობისას სტივ ჯობსს ძლიერ მოეწონა ის ფაქტი, რომ ყველას ერთნაირი ფორმა ეცვა. ჯობსს აუხსნეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Sony-ს თანამშრომლებს სამოქალაქო ტანსაცმელი აღარ ჰქონდათ და გადაწყდა, რომ Sony მათ უნიფორმებით შემოსავდა. ამ ჩაცმულობით თანამშრომლები გარკვეულწილად კომპანია Sony-სთან ასოცირდებოდნენ.
ჯობსი მიიჩნევდა, რომ უნიფორმების დამზადება Apple-სთვისაც კარგი იქნებოდა, მაგრამ მისმა ამერიკელმა პარტნიორებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს. სტივ ჯობსმა, პირადი მოხმარებისთვის, მაინც შეუკვეთა Sony-ს დიზაინერს შავი როლინგები, რომელიც მას ასე ძალიან მოსწონდა. 1990 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ჯობსი ხშირად ერთი და იმავე ფორმას – Levi’s – ის შავ როლინგს და New Balance – ის სპორტულ ფეხსაცმელს ატარებდა.
როლინგი და ჯინსები (ქამრის გარეშე) ჯობსის პირადი ფორმა გახდა, თუმცა ხანდახან შორტებსა და სანდლებსაც ატარებდა, ან სულაც ფეხშიშველი დადიოდა. ეს ყველაფერი ერთის მხრივ ხსნიდა ჩაცმასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პრობლემას და თანდათან ჯობსის იმიჯის ნაწილად იქცა.
წყარო: კარენ ბლუმენტალი „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“
ვინ არის სტივ ჯობსი: ბიოგრაფია: სტივ ჯობსი (STEVEN PAUL JOBS)
სტივ ჯობსის რჩევები: SEPtips: წარმატების წესები სტივ ჯობსისგან
საინტერესო ფაქტები:
SEPstory: ერთმანეთის რა თვისებებს ნატრობენ სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი
SEPstory: რა კავშირი აქვს სტივ ჯობსს ინტერნეტ-ქსელის (WWW) გამოგონებასთან
ფილმი: ჯობსი / JOBS
მეტი: ვიკიპედია სტივ ჯობსის შესახებ