SEPstory: სტივ ჯობსი და მუსიკა

[fusion_text]სტივ ჯობსის ცხოვრებაში მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მას განსაკუთრებით მოსწონდა ბობ დილანი და ბითლზი, ასევე ჩელისტი Yo-Yo Ma, რომელმაც ვერ შეძლო ჯობსისთვის კონცერტზე დაეკრა, თუმცა მოგვიანებით მასთან შინ მივიდა და ბახის ნაწარმოები შეასრულა, რამაც სტივ ჯობსი ააცრემლა. „შენი არგუმენტი გამორჩეულია იმათ შორის რაც აქამდე მომისმენია ღმერთის არსებობის შესახებ. ღმერთი ნამდვილად არსებობს, რადგან მისი ჩარევის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მოახერხებდა ადამიანი“ – უთხრა ჯობსმა მას შეხვედრის დასასრულს.

რომელი სიმღერები ქონდა სტივ ჯობსს iPod-ზე? ეს იყო:

ჯობსი ამბობდა, რომ ახალ საუკუნეში პერსონალური კომპიუტერი განვითარების მესამე ეტაზე გადადიოდა, სადაც „ახლადაღმოცენებულ ციფრული ცხოვრების წესში ციფრული ჰაბი იქნებოდა“. სიტყვებისა და ციფრების გარდა, კომპიუტერი სურათის, ვიდეოს, მუსიკის, ტელეფონისა და კალენდრის ფუნქციებსაც შეასრულებდა, რაც ჩვენი ცხოვრების ორგანიზების, რედაქტირების და რეგულირების საშუალებას მოგვცემდა. Apple-მა შექმნა iDVD-სა da  iTune-ის პროგრამები, რომლებიც მისივე კომპიუტერში ჩაიტვირთა, მაგრამ ჯობსს არ მოსწონდა, რომ მუსიკის მოსმენა მხოლოდ კომპიუტერის წინ ჯდომისას იყო შესაძლებელი.

სტივი დარწმუნებული იყო, რომ შექმნიდა ისეთ პროდუქტს, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა მუსიკის სიარულის დროს მოსმენა. მან ეს მართლაც მოახერხა.  iPod-ის შემოღების შემდეგ ჯობსმა დაიწყო კამპანია მუსიკალური კომპანიების დასარწმუნებლად, რომ მას შეეძლო ისეთი ბიზნესის შექმნა, სადაც, თითოეული ახალგაზრდა მათ თანხას გადაუხდიდა თითოეულ სიმღერაში და არა ერთ ალბომში, რასაც მუსიკალური კომპანიები შეეწინააღმდეგენ, მაგრამ მომხმარებელი უკვე იწერდა მისთვის სასურველ სიმღერებსს.  Apple-ს შეეძლო მომხმარებლისათვის შეეთავაზებინა ადვილად გამოსაყენებელი პროგრამა, ელეგანტური iPod და მუსიკის ჩამოსატვირთი სივრცე, რომელიც ნებისმიერი სიმღერის უპრობლემოდ მიღების საშუალებას იძლეოდა.

2001-2003 წლებში ორ მილიონამდე iPod-ის გაყიდვის შემდეგ 2005 წლის იანვრისათვის გაყიდვების რიცხვმა 10 000 000 გადააჭარბა, ხოლო 2006 წლის შუა თვეებში გაყიდული iPod-ების რიცხვმა 58 000 000 მიაღწია, უფრო მეტიც, მუსიკა და iPod-ები Apple-ს მთლიანი გაყიდვების ნახევარს შეადგენდა. 2001 წელს ჟურნალ Fortuna-ში ბრან შლანდერმა იწინასწარმეტყველა: „მოვა დრო, როცა iPod მობილურ ტელეფონსაც შეცვლის“.

სტივ ჯობსს დიდი გეგმები ჰქონდა , მაგრამ მან ჯანმრთელობის გამო ამ გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ის 2011 წლის 5 ოქტომბერს მეუღლის, შვილებისა და დების გარემოცვაში სიმსივნით გარდაიცვალა.

წყარო: კარენ ბლუმენტალი „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“
ვინ არის სტივ ჯობსი: ბიოგრაფია: სტივ ჯობსი (STEVEN PAUL JOBS)
სტივ ჯობსის რჩევები: SEPtips: წარმატების წესები სტივ ჯობსისგან
საინტერესო ფაქტები:

SEPstory: ერთმანეთის რა თვისებებს ნატრობენ სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი
SEPstory: რა კავშირი აქვს სტივ ჯობსს ინტერნეტ-ქსელის (WWW) გამოგონებასთან
ფილმი: ჯობსი / JOBS[/fusion_text]

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).