SEPstory: Google-ს წარმატებული პროექტები

კომპანია Google-ს პროდუქტები განკუთვნილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. ლარი პეიჯის თქმით, იდეალურ საძიებო სისტემას შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, თუ რა აქვს მხედველობაში მომხმარებელს და აჩვენოს სწორედ ის შედეგები, რაც მას სჭირდება; მთავარი ამოცანა ის არის, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება სწრაფად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია.

„დიდი პრობლემების მოგვარება უფრო ადვილია, ვიდრე პატარების.“

„ჩვენ ჯერ ჯიდევ შორს ვართ სრულყოფილებისგან, თუმცა აქტიურად მივიწევთ მისკენ…, ვფიქრობთ იურიდიულ პირებზეც და მათ წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე, ამიტომ საძიებო სისტემის ფარგლებში მათ მრავალ სასარგებლო მომსახურებას ვთავაზობთ. გვაქვს სარეკლამო პროგრამების ფართო არჩევანი – დაწყებული უბრალო ტექსტური განმარტებებით და დამთავრებული სრული ვიდეორეკლამით, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მოძებნონ მიზნობრივი აუდიტორია და მიიღონ შემოსავალი ვებრესურსებიდან“ – ამბობს ლარი პეიჯი.

2013 წელს კომპანია Google 15 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში „გუგლელები“ თავდაუზოგავად მუშაობდნენ და ინტერნეტმომხმარებელს ახალ-ახალი პროდუქტებით ანებივრებდნენ. მათ შეიმუშავეს მრავალი ისეთი პროექტი, რომელმაც ინტერნეტსამყაროში გადატრიალება მოახდინა, თუმცა იყო ჩავარდნაც.

Google-ს წარმატებული პროექტებია:

Gmail – Gmail-ის საფოსტო სერვისის შექმნამდე, ელექტრონული ფოსტის მონოპოლისტი გახლდათ Yahoo და Hotmail-ი. Gmail-ი ამუშავდა 2004 წლის პირველ აპრილს. ამ ელექტრონული ფოსტის გამოყენება 50 ენაზეა შესაძლებელი;

Google Earth – Google Earth-ის უფასო სერვისმა მომხმარებელს საშუალება მისცა, ოთახიდან გაუსვლელად მსოფლიოს გარშემო ემოგზაურათ;

Google Street View – რომლის საშუალებითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ქუჩებში ვირტუალურად გასეირნება არის შესაძლებელი;

YouTube – Google-მ შეიძინა ინტერნეტში ვიდეოების გაცვლის უმსხვილესი საიტი, რომელიც სთავაზობს მას ვიდეო კონტენტის უფასო გადმოტვირთვასა და პუბლიკაციას;

Google+ – კონკურენციას უწევს Facebook-ს, მაგრამ ლიდერის პოზიცია ვერ მოიპოვა;

Google Chrome -მ  ლიდერის პოზიცია დაათმობინა  Fire-Fox-სა და Internet Explorer -ს; ეს არის  Chromium-ის საფუძველზე შექმნილი ბრაუზერი;

Android – ეს არის ყველაზე პოპულარული  მობილური სისტემა iOS-თან ერთად;

AdWords – კონტექსტური რეკლამის სერვისი – მომხმარებელი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში უთითებს ძირითად სიტყვას, რომლის გამოყენების დროსაც რეკლამა ეკრანზე გაჩნდება; AdWords გახდა კომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო. 2010 წელს ამ პროდუქტიდან Google-მ 28 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო;

Google Doodles – ეს არის საძიებო სისტემის სადღესასწაულო პიქტოგრამა (რაიმე ცნობის, შინაარსის გადმოცემა ნახატის ან თანმიმდევრული ნახატების საშუალებით), ეს პროგრამა 15 წლისაა და მოიგონეს ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა.

„თუკი კომპანიის ხელმძღვანელობა გამუდმებით იზრუნებს დასაქმებულთა მოტივაციაზე და მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, მაშინ ორგანიზაციას წარმატების მეტი შანსი ექნება.“

 

: ბიზნეს გენია | ლარი პეიჯი 
ლარი პეიჯის რჩევები: SEPtips: ლარი პეიჯის ბიზნეს რჩევები
მეტი: ვიკიპედია ლარი პეიჯის შესახებ

მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

 

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).