სოციალური კამპანია გადაცემაში „ექიმები“. საჭესთან, როდესაც სასწრაფოს ხმას გაიგონებთ, გახსოვდეთ, რომ არცერთი „საჩქარო საქმე“ არ არის ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი, წარმოიდგინეთ, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც თქვენ სასწრაფო დახმარების მანქანას არ უთმობთ გზას, თქვენი უსაყვარლესი ადამიანის – მეუღლის, შვილის, მშობლის სიცოცხლე წამებზეა დამოკიდებული. „მკვლელობაა როდესაც „სირენა“ ჩართულ სასწრაფო დახმარების მანქანას გზას არ უთმობ…“, „როდესაც 24 წუთი აგვიანდება სასწრაფოს, შემდეგ ამ ფაქტის გამო ავადმყოფის პატრონთან წარმოშობილ კონფლიქტს უნდა 10 წუთი, ანუ საერთო ჯამში 34 წუთია საჭირო სანამ ექიმი ავადმყოფისთვის მოიცლის. არადა ტრამვის შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია 6 წუთი…“ აცხადებენ ექიმები.
P.S.
გთხოვთ, რაც შეიძლება ხშირად გავაზიაროთ აღნიშნული შინაარსის მასალა, ხომ შეიძლება ერთ დღესაც, შენი სიცოცხლის გადასარჩენად წამოსულ სასწრაფოს დააგვიანდეს…
წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო