სადაზღვევო აგენტი

პროფესიის ზოგადი დახასიათება

სადაზღვევო საქმიანობას ძალინ დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ფინიკიელები და ძველი ბერძნები იყენებდნენ ელემენტარულ სადაზღვეო სისტემას ზარალის შემცირების მიზნით  საზღვაო გადაზიდვებში. რომაელები იყვნენ პირველები ვისაც ქონდათ დაზღვევა დასაფლავების ხარჯების ასანაზღაურებლად. კერძოდ, ხალხი ერთიანდებოდა ჯგუფებად, ანაზღაურებდნენ ამ ხარჯებს და ეხმარებოდნენ მიცვალებულის ოჯახებს.

პირველი სადაზრვევო ხელშეკრულება გაფორმდა გენოაში 1347 წელს, პოლისები ხელმოწერილი იყო ინდივიდუალურად, სადაც თითოეული წერდა საკუთარ სახელს და რისკის ხარისხს,რომელიც მოიაზრებოდა დაზღვევაში. შეიძლება დაზღვევა მრავალნაირად განიმარტოს, მაგრამ ყველა განმარტება ეყრდნობა დაზღვევის ძირითად იდეას, რომ ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო კომპანია თავის თავზე იღებს პასუხისგებლობას მომხმარებლის წინაშე, ზარალის დადგომის შემთხვევაში მომხმარებელი დააბრუნოს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ის ზარალამდე.

სადაზღვევო აგენტი ასრულებს სადაზღვევო ორგანიზაციასა და კლიენტს შორის შუამავლის ფუნქციას. ის, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედებს დამზღვევის დავალებით. სადაზღვევო აგენტი იძიებს ინფორმაციებს  მომხმარებლის  შესახებ,  მათ შორის მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს ინფორმაცია საჭიროა შესაბამისი სადაზღვევო პაკეტისა და მისი პირობების  განსაზღვრისათვის. სადაზღვევო აგენტი პოტენციურ მომხმარებლებს აცნობს კომპანიის პროდუქტებს, აჩვენებს მათ პოზიტიურ მხარეებს, არწმუნებს პროდუქტის შეძენის საჭიროებებსა და ზოგადად დაზღვევის მნიშვნელობაში. ასევე, კლიენტებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა განსაზღვროს რისკის  ხარისხი, გადახდის პირობები და შეურჩიოს  შესაბამისი  სადაზღვევო  პაკეტი.

მოვალეობები

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • მომხმარებლების მონაცემთა ბაზაში მუშაობა;
  • მოლაპარაკების წარმართვა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
  • სადაზღვევო აგენტის პორტფელის მართვა.
  • მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება.

სად შეიძლება დასაქმდეს

  • სადაზღვევო კომპანიებში;
  • საბროკერო კომპანიებში;
  • საკონსულტაციო ორგანიზაციებში;
  • შეუძლია იმუშაოს დამოუკიდებელ აგენტად.

შრომის საშუალო ანაზღაურება

800-1000 ლარი, სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

პროფესიის დაუფლება შესაძლებელია შემდეგ ავტორიზებულ სასწავლებლებში:

[huge_it_portfolio id=”2″]

მეტი: პროფესიული სტანდარტი და მოდულები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).