რუპერტ მერდოკის ბიოგრაფია

რუპერტ მერდოკი თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია, დამაარსებელი და მფლობელი მედიაჰოლდინგისა News Corporation. მისი ქონება დღეს 8,3 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ბოლო დროს მერდოკის სახელი დაუკავშირდა ხმაურიან სკანდალს, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსების, სპორტსმენებისა და შოუბიზნესის ვარსკვლავების სატელეფონო მოსმენებს მოჰყვა. მერდოკმა პირობა დადო, რომ მოსმენის ყველა მსხვერპლს კომპესაციას გადაუხდის.

მეწარმე, მედიამაგნატი, მასმედიის, კინოკომპანიისა და გამომცემლობების მფლობელი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, რუპერტ მერდოკი დაიბადა მელბურნში 1931 წელს, ავსტრალიელი ჟურნალისტის  კიტ არტურ მერდოკის ოჯახში. ელიტური ინგლისური სკოლის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. ბიზნეს საქმიანობა ავსტრალიაში, რამდენიმე გაზეთით დაიწყო, მერე კი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მედიაბაზრებიც აითვისა. იქ ყიდულობდა ან ნულიდან ქმნიდა გამოცემებს, ძირითადად, ყვითელ პრესას, რომელიც საზოგადოებაში დიდი წარმატებისთ სარგებლობდა.

დღეს მერდოკი კვლავ ენერგიულად უძღვება საქმეს. მას ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავს და იმყოფება მესამე ქორწინებაში.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები


500px-News_Corporation_svgRM 2RM 3

 

 

 

 

 

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).