SEPtips: რომან აბრამოვიჩის ცხოვრებისეული რჩევები

ბევრი პრობლემა ტვინიდან მოდის, ის არ არის რაღაც მოვლენების, უიღბლობის თუ სხვა ადამიანთა ქმედებების შედეგი. ისინი ჩვენი ცუდი ჩვევების გამო ჩნდება. გათავისუფლდით ამ ათი მავნე ჩვევისგან და მალე დააღწევთ თავს უამრავ პრობლემას.
1. არ გამოიტანოთ ნაჩქარევად დასკვნა. ამ ჩვევამ შეიძლება ორი საშუალებით გაგირთულოთ ცხოვრება. ჯერ ერთი, ჩვენ გვგონია, რომ ვიცით, რა მოხდება, ამიტომ ყურადღებას ვადუნებთ და ამ ვარაუდის მიხედვით ვმოქმედებთ. ადამიანები კი ცუდი წინასწარმეტყველები არიან. მათი ვარაუდები ხშირად მცდარია, აქედანვე მოდის მათი არასწორი ქმედებები. ამ ჩვევის მეორე ცუდი მხარე რატომღაც გვგონია, რომ შეგვიძლია ფიქრების წაკითხვა და თითქოს ვიცით, რატომ იქცევიან ასე, ესა თუ ის ადამიანები, ან რაზე ფიქრობენ. ეს კვლავ მცდარია, თანაც საფუძველშივე. სწორედ ეს სისულელე ანგრევს ურთიერთობებს;
2. არ ღირს დრამატიზება. პატარა უსიამოვნებას თუ მარცხს ბევრი ჩვენგანი გლობალურ კატასტროფად აღიქვამს და შესაბამისადვე რეაგირებს. ბუზის სპილოდ გადაქცევის ჩვეულება განგაშს ქმნის, რომელიც ან არ არსებობს, ან იმდენად მცირეა, სანერვიულოდაც არ ღირს. რატომ იქცევიან ასე? არავინ იცის, იქნებ იმიტომ, რომ უფრო მნიშვნელოვანნი რომ გამოჩნდნენ?!  ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იმდენად სისულელე არ არის, რამდენადაც დამღუპველი;
3. არ გამოიგონოთ წესები. უსარgებლოა უამრავი – „ასეა საჭირო“ და „ვალდებული ხარ“. ისინი ნევროზულობასა და დანაშაულის გრძნობას გაგიღვივებთ მხოლოდ.  რა საჭიროა? როდესაც ამ წარმოსახვით წესებს მისდევთ, ტვინს ივსებთ უსარგებლო წინააღმდეგობებითა და ბავშვური დოგმებით,  ხოლო როცა ცდილობთ, ეს წესები სხვებსაც მოახვიოთ თავს, ან თავდაჯერებულ ფანატიკოსს ემსგავსებით, ან კიდევ – საშიშ და მოსაწყენ ბუს;
4. მოერიდეთ სტერეოტიპებსა და იარლიყებს. სიტყვებს, რომლებსაც იყენებთ, დათვური სამსახურის გაწევა შეუძლიათ. ნეგატივისა და კრიტიკის ენა ასეთივე აზროვნებას ბადებს,  როდესაც ცდილობთ, ყველა საგანი რომელიმე კატეგორიას მიაკუთვნოთ, ვეღარ აღიქვამთ მათ რეალურ მნიშვნელობას. იმავდროულად, იზღუდავთ აზროვნებას აბსოლიტურ უსარგებლობამდე. თავისუფლად შეხედეთ ყველაფერს. ნუ აჰყვებით სტერეოტიპებსა და იარლიყებს და გაოცდებით იმით რასაც დაინახავთ;
5. ნუ იქნებით პერფექციონისტი. ცხოვრება არ არის მხოლოდ „შავი ან თეთრი“,  „ყველაფერი ან არაფერი“,  უმრავლეს შემთხვევაში, „საკმარისი“  სწორედ არასაკმარისს ნიშნავს. თუ იდეალურ სამუშაოს დაუწყებთ ძებნას, სავარაუდოდ ვერასდროს იპოვით. ასე ყველა სამუშაო იმაზე უარესად მოგეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეშია. თუ იდეალურ ურთიერთობებს დაუწყებთ ძებნას, სავარაუდოდ, ცხოვრებას მარტოობაში გალევთ. პერფექციონიზმი მენტალური დაავადებაა, რომელიც არ მოგცემთ ტკბობის საშუალებას და ყოველ ჯერზე გაგამგზავრებთ იმის საძებნელად, რაც არ არსებობს;
6. ნუ განაზოგადებთ, ერთი ორი მარცხი არ არის უიღბლობის ნიშანი. შემთხვევითი ტრიუმფი კი სულაც არ გადაგაქცევთ გენიოსად. ერთჯერადი მოვლენა -ცუდი თუ კარგი – ან თუნდაც ორი ან სამი ამგვარი მოვლენა, ყოველთვის როდია ხანგრძლივი ტენდეციის ნიშანი. როგორც წესი, ზოგიერთი რამ უბრალოდ ხდება და მათი განზოგადება და მათ მიხედვით პროგნოზების გაკეთება არ ღირს;
7. ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან. ადამიანების უმრავლესობა, თქვენი მეგობრები და კოლეგებიც კი, არ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და თქვენზე ზრუნვაში თავიანთი დროის 99%-ს არ კარგავენ. თქვენი ორგანიზაციის თანამშრომელთა უმრავლესობამ, ან თუნდაც თქვენმა მეზობელმა, შეიძლება არც იცოდნენ, ვინ ხართ. შეიძლება თავს არ იტეხენ ამაზე ფიქრით. ცხოვრებისეული აღმასვლა თუ ჩამოქვეითდება, სხვა ადამიანების სითბო და გულგრილობა, პირადად თქვენთან არავითარ კავშირში არ არის. თუ ისინი თავს მოგაჩვენებენ, ეს კიდევ უფრო უბედურად გაგრძნობინებთ თავს. ამიტომ ნუ მიაქცევთ ამგვარ რამეებს ყურადღებას;
8. ნუ დაუჯერებთ ემოციებს. ის, რასაც გრძნობთ, ყოველთვის არ არის იმის ზუსტი მაჩვენებელი, რაც ხდება სინამდვილეში. რაკი თქვენ ამას გრძნობთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლეა. ხანდახან ემოციის წყარო შეიძლება იყოს დაღლილობა, შიმშილი, გაღიზიანება ან უბრალოდ, სურდო. თავს ცუდად გრძნობთ თუ კარგად, მომავალი ამით არ შეიცვლება. გრძნობები შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, მაგრამ ისინი არ არის ჭეშმარიტება;
9. ნუ ჩავარდებით აპათიაში. ივარჯიშეთ, რომ იყოთ ოპტიმისტი. თუ მუდმივად ცუდი მოვლენების მოლოდინში იქნებით ცხოვრებასა და სამსახურში, მათ იოლად იპოვით. ნეგატიური განწყობა იგივეა, რომ ცხივრებას დაზიანებული, ჭუჭყიანი სათვალით უყუროთ, მხოლოდ ნაკლოვანებებს შეამჩნევთ დანარჩენს ან ყურადღებას არ მიაქცევთ, ან ვერ შენიშნავთ, ხოლო თუ დაიწყებთ პოზიტიური რამეების ძებნას, მათაც იოლად იპოვით.
10. ნუ იცხოვრებთ წარსულით. ეს რჩევა უმთავრესია, დაივიწყეთ იგი და განაგრძეთ ცხოვრება. ამ სამყაროში მრისხანება, იმედგაცრუება, უბედურება და სასოწარკვეთა იმ ადამიანებს ეუფლება, რომლებსაც წარსულის პრობლემები და წყენა არ ტოვებს. რაც მეტად დაიხვევთ თითზე ძველს და ჩაიხვევთ გონებაში, მით უფრო მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ ის და მით უარესად იგრძნობთ თავს. ნუ ებრძვით უბედურებას. დაივიწყეთ, განაგრძეთ ცხოვრება და ამით წაართვით ძალა წარსულს, რომ ტკივილი აღარ მოგაყენოთ.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).