SEPtips: როგორ განვსაზღვროთ საკუთარი რეიტინგი

აუცილებელია ვიცოდეთ ვართ თუ არა მზად ლიდერობისათვის, ამისათვის გთავაზობთ საკუთარი რეიტინგის განსაზღვრის მარტივ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ გაუკეთოთ ანალიზი რამდენად შეგიძლიათ საკუთარი თავის სწორად დანახვა.

ქვემოთ მოცემული ლიდერობის 20 თვისება, გადაწერეთ ქაღალდის ფურცელზე. ყოველ მათგანს გვერდით მიუწერეთ „შესანიშნავი“, „კარგი“ ან „ცუდი“ –  იმის მიხედვით, თუ რამდენად არის, თქვენი აზრით, მოცემული თვისება თქვენთვის დამახასიათებელი:

შეფასება „შესანიშნავი“ მოგიტანთ  – 5%-ს;  „კარგი“ – 2,5%-ს;  შეფასება ცუდი – ნულს.

შეკრიბეთ მიღებული რიცხვები, ჯამი თუ 75%-ზე ნაკლებია, თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ მზად გახდეთ ლიდერი თქვენს მიერ შერჩეულ საქმიანობაში. ცხრილი აჩვენებს იმას, თუ რაშია თქვენი სისუსტე, მოცემული ფილოსოფიის დაუფლება დაგეხმარებათ საკუთარი ნაკლის აღმოფხვრაში ან შემცირებაში:

1. ექვსი მთავარი შიშის ბოლომდე დაძლევის უნარი – (სიღარიბის შიში; ჯანმრთელობის გაუარესების შიში; ვინმეს სიყვარულის დაკარგვის შიში; კრიტიკის შიში; სიბერის შიში; სიკვდილის შიში );
2. საკუთარი ინტერესების მიმდევრების კეთილდღეობაზე დაქვემდებარების მზადყოფნა, სიხარბისა და ანგარიანობის სრული დაძლევა;
3. მიზანსწრაფვა, რომელიც დროის მოთხოვნებთან თანხვედრილი ლიდერობის განსაზღვრული პროგრამით არის წარმოდგენილი;
4. ზეგონების პრინციპის გაგებით და მისი გამოყენების ცოდნით – ამ პრინციპის, ჰარმონიის სულისკვეთებით ძალისხმევათა შეერთების გზით და გამოყენებით მიიღწევა ძალა;
5. საკუთარი თავის რწმენა ძალიან მაღალი ხარისხით;
6. გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი და მტკიცედ მათი მიმხრობა;
7. წარმოსახვა, რომელიც დროის მოთხოვნების წინასწარ განჭვრეტის და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გეგმების შედგენის საშუალებას იძლევა;
8. ინიციატივა ძალიან მაღალი ხარისხით;
9. ენთუზიაზმი და მიმდევრებისთვის მისი გადაცემის უნარი;
10. თვითკონტროლი ყველაზე მაღალი ხარისხით;
11. იმაზე მეტი მომსახურების გაწევის მზადყოფნა, ვიდრე ამისთვის მიღებული კომპენსაციაა;
12. მშვიდი, მიმზიდველი ხასიათი;
13. ზუსტი აზროვნების უნარი;
14. სხვებთან ჰარმონიის სულისკვეთებით თანამშრომლობის უნარი;
15. აზრებისა და ძალისხმევის მოკრების ჟინი ამოცანის შესასრულებლად მის გადაწყვეტამდე;
16. „გაბრწყინების“, შეცდომებისა და წარუმატებლობისაგან სარგებლობის მიღების უნარი;
17. შემწყნარებლობა ყველაზე მაღალი ხარისხით;
18. თავშეკავება და ზომიერება ყველა მიმართებაში;
19. შეგნებული პატიოსნება მიზანსა და საქციელში;
20. სხვა ადამიანებთან ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლის – ოქროს წესის – მკაცრი მიდევნა.

ლიდერებს, რომლებიც წარმატებას აღწევენ, ყველა ჩამოთვლილი თვისება გააჩნიათ და იციან მათი გამოყენება. თუ გინდათ, რომ თქვენი ანალიზი უკეთესი იყოს, განსაზღვრეთ თქვენი რეიტინგი ყველა, ოცივე თვისების მიმართ და შემდეგ სთხოვეთ მისი შემოწმება 2-3 ადამიანს, რომლებიც კარგად გიცნობენ თქვენ და შეუძლიათ სწორად იმსჯელონ თქვენზე.  შეუდარებლად გონიერი იქნება მომავალი ლიდერობის ის მაძიებელი, რომელიც გაიგებს, რომ ვერც ერთ ბიზნესში, მომავლის ვერც ერთ პროფესიაში ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ხელმძღვანელები და ხელქვეითები ბიზნესსა თუ პროფესიაში პარტნიორები არიან და მათ როგორც პარტნიორებს, მიღებულ უპირატესობებზე თანაბარი უფლებები აქვთ.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია – წარმატების კანონი

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).