ნაბიჯი 1. მიზეზი – მიზეზი ან მიზანი, ეს „მინდა“ „არ მინდას“ შერწყმაა: მინდა ვიყო თავისუფალი, ვიმოგზაურო და ისე ვიცხოვრო, როგორც მე მინდა, მინდა, რომ ფულმა ჩემთვის იმუშაოს; არ მინდა მთელი ცხოვრება ვიმუშაო, არ მინდა მოსამსახურე ვიყო, არ მინდა, ვინმეზე ვიყო დამოკიდებული და ა.შ.
ნაბიჯი 2. აირჩიე ყოველდღიურად – საქმე თავისუფალ არჩევანს ეხება. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ სურთ ადამიანებს თავისუფალ სამყაროში ცხოვრება. ჩვენ გვსურს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა გვქონდეს. აუცილებელია დრო და სწავლა. არ დაკარგოთ დრო იმაზე ფიქრით თუ როგორ იშოვოთ ფული. მინდა მდიდარი ვიყო და მორჩა, ყოველდღიურად ამ არჩევანის მიხედვით მოიქეცი. პირველ რიგში დაიხარჯეთ განათლების მისაღებად. ნებისმიერ შემთხვევაში აიმაღლეთ ფინანსური განათლება, გამოიყენეთ თქვენი ყველაზე მთავარი აქტივის – გონების ინვესტირება.
ნაბიჯი 3. ფრთხილად შეარჩიე მეგობრები – გახსოვდეთ, ნამდვილი მეგობრობის ძალა, სულიერი ურთიერთობის ძალაა. არასოდეს აირჩიო მეგობარი, ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით. თითოეული მათგანისგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება. ფულიანი მეგობრები საუბრობენ ფულის კეთების ახალ შესაძლებლობებზე, ხოლო იმათგან, ვისაც ფული არ აქვთ ვსწავლობ – რა არ უნდა ვაკეთო. ფულიანი მეგობრები გაწვდიან ინფორმაციას, ფული ინფორმაციაზე კეთდება, სადაც ინფორმაციაა, ფულიც იქაა, რაც უფრო მალე მიიღებთ ინფორმაციას, მით უფრო მალე მიიღებს სარგებელს, ნაკლები რისკის ფასად, აი, რისთვის გვჭირდება ფულიანი მეგობარი; ეს არის ფინანსური სიბრძნე.
ნაბიჯი 4. დაეუფლეთ ერთ ფორმულას – შემდეგ შეუდექით მეორე ფორმულის სწავლას. ისწავლეთ სწრაფად, რადგან ეს სწავლა თქვენი ძალა გახდება. მთავარი არ არის რა იცით, მთავარია შეძლოთ სწრაფად გამოყენება და განახლება. ყველაზე მთავარია ცოდნის გამოყენება. ყოველი ახალი ფორმულის გამოყენება დაუფასებელი მეთოდია ფულის გამომუშავების თვალსაზრისით. ფულისათვის მუშაობა მოძველებული და პრიმიტიული მეთოდია.
ნაბიჯი 5. პირველი საკუთარ თავს გადაუხადე – ეს ნაბიჯი მოითხოვს დიდ თვითდისციპლინას. თუ საკუთარი თავისადმი კონტროლს არ ფლობთ, გამდიდრებაზე არც იოცნებოთ. სწორედ თვითდისციპლინის უქონლობას მიჰყავს ადამიანი კაზინოში, ლატარიაში, რაც ყველაზე მეტად დამღუპველია, იოლად იშოვო დიდი ფული და ის გაფლანგო კაზინოში. ყველაზე რთულია ამ ნაბიჯის დაუფლება. გადაიტანეთ მთელი ყურადღება მართვის ჩვევების განვითარებაზე: ნუ გაეხვევით დიდ ვალებში; ცოტა გქონდეთ გასავალი და პირველ რიგში შეავსეთ საკუთარი აქტივი; ფულის უკმარისობის დროს ნუ მოექცევით წნეხის ქვეშ – ჯერ შეძელით ფულის შექმნა და მერე გადაიხადეთ ვალები. თუ საკუთარ ფინანსურ გენიას მოუხმობთ, თქვენ შეძლებთ ამ ცხოვრებისგან ყველა სიკეთე მიიღოთ; არ წაართვათ საკუთარ თავს კარგად ცხოვრების შესაძლებლობა – სწორედ ეს არის ფინანსური გონიერება.
ნაბიჯი 6. კარგად გადაუხადეთ საკუთარ ბროკერებს – კარგი ბროკერი ზოგავს ჩემს დროს, პროფესიონალებს კარგად უნდა გადუხადო, რადგან პროფესიონალებთან მუშაობა თქვენ თანხებს მოგიტანთ. აუცილებლად უნდა შეგეძლოს იმ ადამიანების მართვა, რომლებიც შენზე უკეთ მუშაობენ და კარგადაც უნდა გადაუხადო. ეს აუცილებელია.
ნაბიჯი 7. იყავი „ინდიელი შემწირველებივით“ – მე ვდებ თანხებს კომპანიათა აქციებში, სანამ ის იზრდება, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ ვიღებ პირველ დაწყებით კაპიტალს იმ ბიზნესიდან და მზად ვარ ახალ აქტივზე ვიმუშაო; მაშ ასე ჩემი ფული ჯერ ჩაიდო, მერე უკან დაბრუნდა. მე ვფლობ აქტივს ფაქტიურად უფასოდ. რეი კროკი, მაკდონალდის დამფუძნებელი, ჰამბურგერის ფრანჩაიზს ყიდდა არა იმიტომ, რომ ჰამბურგერი უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ფრანჩაიზის ქვეშ უძრავი ქონება უფასოდ ჰქონოდა. უნდა შეგეძლოს შენი ფულის უკან დაბრუნება უფასოდ, რაც შეიძლება მალე და ახალი ინვესტიციის განხორვიელება. ეს არის ჭკვიანური საფინანსო პოლიტიკა!
ნაბიჯი 8. ფუფუნების საგნები აქტივს მოაქვს – ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ, როგორ ვაიძულოთ ფული იმუშაოს ჩვენთვის. ფული უზამაზარი ძალაა, მისი ბატონი რომ გახდე, მასზე ჭკვიანი უნდა იყო, მაშინ ფული დაგემორჩილებათ და იმას გააკეთებს, რისი გაკეთებაც გჭირდებათ. ნაცვლად იმის, რომ ფულის მონა იყოთ, თქვენ მისი ბატონი გახდებით – სწორედ ეს არის ფინანსური სიბრძნე.
ნაბიჯი 9. გმირობის მოთხოვნილება. მთის ძალა – გმირები გვეხმარებიან საქმის არსს ღრმად ჩავწვდეთ. გმირები გაცილებით მეტს აკეთებენ ჩვენთვის, მათი წყალობით საქმეს ვიადვილებთ. „თუკი მათ შეძლეს, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ“. ბიზნესში გმირები არიან მაგალითად, დონალდ ტრამპი, უორენ ბაფეტი, პიტერ ლინჩი, ჯიმ როჯერსი… და უამრავი სხვა წარმატებული ბიზნესმენი. ეცადეთ წაიკითხოთ ყველაფერი მათზე და გაიგოთ მათი შეხედულებები ბაზრის შესახებ.
ნაბიჯი 10. მოდით ვიყოთ გამცემნი – თავად გაეცით ის, რისი მიღებაც გსურთ და იგი თქვენთან გაასმაგებული დაბრუნდება. ყველაფერი, რაც თქვენ მოგეთხოვებათ არის ის, რომ გულწრფელად გაუზიაროთ სხვებს, რაც თავად იცით და გაქვთ, თქვენს მიმართაც ეს ძალები გულუხვნი იქნებიან.