ფრენ ტარკენტონი, ფეხბურთის ეროვნული ლიგის ყოფილი მცველი, აღნიშნავდა, რომ „თუ გინდა გაიმარჯვო, მაშინ წაგების ნუ შეგეშინდება“. რობერტ კიოსაკი განმარტავს, რომ ხშირად, ნამდვილი გამარჯვება მხოლოდ წაგების შემდეგ მოდის – სანამ ველოსიპედის ტარებას ისწავლი, ბევრჯერ ჩამოვარდები; არასოდეს ყოფილა, რომ გოლფის მოთამაშეს ბურთი არ დაეკარგოს; იშვიათია ადამიანი, რომელსაც სიყვარულში იმედი არ გაცრუებია… არც მდიდრები არსებობენ, რომელთაც ფული არასდროს დაუკარგავთ. მიზეზი, რისთვისაც ადამიანთა უმრავლესობა ღარიბია, არის ის, რომ მათ დამარცხების სიმწარე გაცილებით უფრო დიდხანს ახსოვთ, ვიდრე გამარჯვების სიხარული.
ჯონ როკფელერი აღნიშნავდა: „მე ყოველთვის ვცდილობდი, ყოველი მარცხი მექცია შესაძლებლობად“. წარუმატებლობა, თუ მას როკფელერის თვალით შევხედავთ, გამარჯვების მოსაპოვებლად გვიბიძგებს, მაგრამ წარუმატებლობა, თუ მისგან სარგებლის გამოტანა ვერ შევძელით, დაღუპვის გზაზე დაგვაყენებს.
გამარჯვებულთა ყველაზე დიდი საიდუმლო ის არის, რაც არ იციან დამარცხებულებმა, რომ სწორედ წარუმატებლობამ უბიძგა მათ გამარჯვებისაკენ. გამარჯვებულებს მარცხი არ აშინებთ, „გამარჯვება ნიშნავს, არ გეშინოდეს წაგების“ – ფრენ ტარკენტონი. ტარკენტონის მსგავს ადამიანებს წაგება არ აშინებთ, რადგან აქვთ საკუთარი თავის რწმენა, არ უყვართ წაგება, მაგრამ იციან, რომ წაგება მათ მხოლოდ გამარჯვების ძალებს მატებთ. თუ თქვენ მცირე თანხები გაქვთ, მაგრამ გინდათ იყოთ მდიდარი, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოთ „მიზანმიმართული“ და არა „გაწონასწორებული“. წინსვლა თუ გინდათ, თავიდან გაუწონასწორებელი უნდა გახდეთ. თომას ედისონი, ბილ გეიტსი, დონალდ ტრამპი… მიზანდასახული ადამიანები არიან.
თუკი წაგებას ვერ იტანთ – იმოქმედეთ სწორად, თუ წაგება გასუსტებთ – იმოქმედეთ სწორად; დაბალანსებული ინვესტიციებით დაკავდით; თუ 25 წელზე მეტის ხართ და რისკის გეშინიათ, არაფერი შეცვალოთ – იმოქმედეთ სწორად, მაგრამ მოქმედება დაიწყეთ დაუყოვებლივ. რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ თქვენი კაპიტალის მცირე პროცენტიან შემოსავლებზე ფოკუსირება, რადგან მის დაგროვებას უამრავი დრო სჭირდება.
მიზეზის აღმოჩენა, თუ რატომ არის ადამიანი წარუმატებელი, ნებისმიერი წარმატების გასაღებია. მთავარი წარმატების ფორმულა ასეთია:„გაანალიზე და გაიგე რა არის შენი წარუმატებლობის მიზეზი“.
თუ საჭირო სფეროში გაუცნობიერებელი ხარ, მოძებნე კარგი სპეციალისტი ამ სფეროში, ან მოიძიე ინფორმაცია და წაიკითხე წიგნები ამ სფეროს შესახებ.
წყარო: რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“