SEPtips: რობერტ კიოსაკი – დონალდ ტრამპის შესახებ

რობერტ კიოსაკმა დაწერა წინასიტყვაობა წიგნისათვის – „იფიქრე, როგორც ჩემპიონმა.“

„დონალდმა მე და ჩემს მეუღლეს გვასწავლა ჩემპიონებივით ფიქრი და ამით დიდი საჩუქარი მოგვიმზადა“,- ამბობს კიოსაკი, „საჩუქარი, რომელსაც იგი მთელ სამყაროს უძღვნის… საჩუქარი – უფრო ღირებული, ვიდრე ფული. დონალდთან მუშაობას ერთი უპირატესობა აქვს – შესაძლებლობა გეძლევა თვალი ადევნო მის ყოველდღიურ ცხოვრებას. წლების განმავლობაში გავიცანი ჩვეულებრივი დონალდიც და „ცნობილი დონალდიც“ და მივხვდი, რომ ის ერთი და იგივე ადამიანია. უფრო მეტიც – ჩვეულებრივი უფრო დიდია და მნიშვნელოვანი, ვიდრე ცნობილი. მასთან მუშაობის დროს ვაკვირდებოდი – როგორ ფიქრობდა, მერე ვუსმენდი – ნაფიქრალს სიტყვებად როგორ კრებდა, სიტყვებს კი ქმედებად. მისი ფიქრები, სიტყვები და ქმედებანი ერთ მთლიანობას ქმნიან და ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან, შესაძლოა, ამიტომაც არის იგი პირდაპირი და მკაცრი.

ბევრ ჩვენგანს ჰყავს ნაცნობები, რომლებშიც, თუ კარგად დავუკვირდებით, სამ ადამიანს აღმოვაჩენთ – ისინი ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ, მაგრამ არასდროს აკეთებენ იმს, რასაც ფიქრობენ ანდა რასაც ამბობენ. მსგავსი ადამიანები გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრებით ცხოვრობენ.

1987 წელს, საფონდო ბაზრის დაცემის შემდეგ, ხელში ჩამივარდა დონალდის წიგნი „გარიგებათა დადების ხელოვნება.“ მე და ჩემმა ცოლმა გულდასმით შევისწავლეთ ეს წიგნი და დღესაც ხშირად ვიგონებთ, როგორ შთაგვაგონა ამ წიგნმა, როგორ გვიბიძგა წინსვლისკენ და ეს მაშინ, როცა ირგვლივ ქაოსი მეფობდა.

1997 წელს, მისი წიგნის „შემობრუნების ხელოვნება“ („The Art of the Comeback“) კითხვისას ვირწმუნეთ, რომ დიდი ადამიანის აზრებს მივსდევდით. იშვიათად ვინმე თუ გაბედავს, საჯაროდ ილაპარაკოს ან დაწეროს თავისი შეცდომების შესახებ…

2006 წელს დონალდმა და მე, ადამიანთა ბედისადმი საერთო ინტერესისა და მათთვის ცოდნის გადაცემის სურვილით შეიარაღებულებმა, გამოვაქვეყნეთ წიგნი „რატომ გვინდა, რომ მდიდრები ვიყოთ“, და ვიწინასწარმეტყველეთ 2008 წელს თავსდატეხილი ფინანსური კრიზისი.

ჩემთვის დიდი პატივია დამეწერა წინასიტყვაობა წიგნისათვის – „იფიქრე, როგორც ჩემპიონმა“. ეს წიგნი არის მაგალითი ცხოვრებისა და ბიზნესისადმი სწორი მიდგომისა.“

წყარო: იფიქრე ჩემპიონივით

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).