SEPtips: რობერტ კიოსაკი, ცოდნა + სითამამე = ფულს

ადამიანებს უზარმაზარი ნიჭი და ტალანტი გააჩნიათ, მაგრამ არის ერთი ისეთი გარემოება, რომელიც მათ გახსნაში ხელს უშლის. ეს არის საკუთარ ძალებში დაეჭვება. ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გახსნაში ეხმარება, არა იმდენად ტექნიკური ინფორმაცია, რამდენადაც თავდაჯერებულობა. სკოლისა და კოლეჯის დამთავრების შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა ხვდება, რომ სკოლასა და კოლეჯში მიღებული ცოდნა სულაც არ არის საკმარისი ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. რეალური ცხოვრება აკადემიური ცოდნისგან შორს არის, ის რაღაც მეტს მოითხოვს მათგან. „ეს რაღაც მეტი“ – ნებისყოფა, დაჟინება, აქტიურობა, სიმამაცე, შეუდრეკლობა, გამორჩეულობა, მოხერხებულობა, სიფაქიზე, თავდადება, ამტანობა, საბოლოო ჯამში უფრო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მომავალზე, ვიდრე სტანდარტული სასკოლო ცოდნა. რეალურ ცხოვრებაში, ხშირად არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სითამამე აღწევს მიზანს. ცოდნას ამ რაღაც მეტის  (სითამამის) გარეშე შედეგი არ მოაქვს.

რაც უფრო იცვლება სამყარო, რაც უფრო იცვლება ტექნოლოგია, მით მეტი შესაძლებლობა წარმოიშობა, რომელსაც ძალა შესწევს ხელი შეუწყოს თქვენი ოჯახის და შთამომავლობის უზრუნველყოფას. ფინანსური წარმატები მისაღწევად არსებობს ხუთი მიზეზი მაგალითების მოსაყვანად:
1. შთააგონო ადამიანებს, რაღაც მეტი ისწავლონ;
2. მიახვედრო ადამიანები, რომ თუ მათი ცოდნის ფუნდამეტი ძლიერია, საქმე წინ წავა;
3. აჩვენო, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამდიდრდეს;
4. აჩვენო, რომ მიზნის მისაღწევად უამრავი გზა არსებობს;
5. აჩვენო, რომ ეს რაკეტის აშენება როდია.

წყარო:  რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).