SEPtips: რობერტ კიოსაკი – ბიზნესის სამი სისტემა

ტექნიკურმა პროგრასმა გაადავილა მრავალი საქონლის წარმოება, ხოლო ტექნოლოგიებმა გაადვილეს წარმატების მიღწევა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. უკვე მოქმედებს ბიზნესების სისტემები და ადამიანს შეუძლია ფინანსური წარმატების მიღწევა. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანია გახდეთ სისტემის მფლობელი და შეისმინოთ ადამიანების, რომლებიც ამ სისტემას აიძულებენ თქვენთვის იმუშონ, თქვენ შეგიძლიათ თვითონ განავითაროთ ან მოიძიოთ და შეიძინოთ მზა სისტემა, სწორედ ეს არის გზა თქვენი ფინანსური თავისუფლებისაკენ. დღეისათვის მეტად გავრცელებული ძირითადი სამი ტიპის სისტემური ბიზნესი არსებობს:

  1. ტრადიციული კორპორაცია – თქვენ საკუთარ სისტემას ავითარებთ;
  2. ფრანჩაიზინგური კორპორაცია – თქვენ მზა სისტემას ყიდულობთ;
  3. ქსელური მარკეტინგი – თქვენ ყიდულობთ და არსებული სისტემის ნაწილი ხდებით.

თითოეულ ამ სისტემას, თუ სწორად წარმართავთ,  უზარმაზარი მოგების მოტანა შეუძლია და მფლობელისაგან დიდ ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს. დღეს, უპირველესად ტექნოლოგიური მიღწევების გამო წარმატებული ბიზნესის მფლობელი რომ გახდე, რისკი ძალიან მცირეა და შესაძლებლობა, გქონდეთ საკუთარი სისტემის ბიზნესი, ფაქტიურად ყველასთვის ხელმისაწვდომია. დიდი ფინანსური სიმდიდრისკენ მიმავალ გზაზე თქვენი ხასიათის ძლიერი მხარეები უნდა გააძლიეროთ, ხოლო სუსტი აღმოფხვრათ. ჩვენს უმეტესობას აქვს პოტენციალი ყველა ამ სისტემაში გახდეს წარმატებული: „არა შიში, არამედ ვნება და ოცნება აშენებს ბიზნესს“.

წყარო:  რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).