1. ნუ გააკეთებთ იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ;
2. ყოველთვის მხედველობის არეში უნდა იყოთ, ეცადეთ იყოთ ჟურნალ-გაზეთების პირველ და არა ბოლო გვერდებზე, შენ იქ უნდა იყო და გაყიდო საკუთარი თავი;
3.გონივრულად შეარჩიეთ სახელწოდება;
4.ბიზნეს საქმიანობა შეუძლებელია რისკის გარეშე;
5. ყველაფერს ნიშნავს პირველი შთაბეჭდილება, ისევე, როგორც მეორე;
6. სრულყოფილება მიუღწეველია, საშიშია, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ სრულყოფილებას მიაღწიეს;
7. კლიენტი ყოველთვის მართალია, მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კლიენტების მომსახურების სისტემის აგება არ ღირს იმ პოსტულატზე, რომ თქვენი ორგანიზაცია არასდროს გააპროტესტებს თქვენი კლიენტების ახირებებს;
8. განსაზღვრეთ თქვენი ბრენდი, კომპანია ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ რამეზე, გააკეთეთ ის, რაც კარგად იცით;
9. გამოიკვლიეთ ის ტერიტორიები, რომლებიც რუკაზე არ არის მონიშნული, მცირე და უცნობი უბნების გამოკვლევამ შეიძლება ახალი იდეები და აღმოცენები შვას;
10. მოერიდეთ სამუშაო გარემოში წინააღმდეგობრიობებს „ჩვენ და ისინი“ – სამუშაო სივრცე ერთიანი უნდა იყოს ხელმძღვანელისა და მისი ხელქვეითებისათვის, ყველამ უნდა იმუშაოს ერთიანი მიზნის მისაღწევად;
11. შექმენით კომფორტული და კორპორაციული გარემო, თანამშრომლებმა თავისუფლად და მოტივირებულად უნდა იგრძნონ თავი, რომ გულწრფელად და უშიშრად გამოთქვან აზრები და შესაბამისად, უკეთ იმუშაონ და ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ, მხოლოდ პროცესში ჩართულ, მოტივირებულ და პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალულ სამუშაო ძალას აქვს უნარი, შექმნას უმაღლესი კლასის პროდუქტი ან სერვისი და ააგოს მომგებიანი და მყარი ბიზნესი;
12. მენეჯერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია „ადამიანებში მხოლოდ საუკეთესო რამ გააღვიძოს“, ვისაც შეუძლია სხვებთან ურთიერთობა და თითოეულ თანამშრომელს ეხმარება შეცდომების გაანალიზებაში;
13. ეძებეთ მეორე აზრი, ეძებეთ მესამე აზრი – ბიზნესში წარმატებისათვის აუცილებელია იყოთ კარგი მსმენელი;
14. გაწყვიტეთ კავშირები, მაგრამ უკან დასახევი გზა დაიტოვეთ;
15. ნუ იტყვით უარს ტელეფონზე, უმნიშვნელო პრობლემის მოგვარება შეიძლება უსაშველოდ გაჭიანურდეს, თუ ტელეფონით არ ისარგებლებთ, პრობლემები უფრო რთულად გადაწყდება წერილებისა თუ ელექტრონული ფოსტის დახმარებით;
16. ცვლილებების კი არ უნდა გეშინოდეთ, უნდა შეგეძლოთ მათი მართვა, მეწარმე მზად უნდა იყოს ადაპტაციისათვის და თავის კომპანიაზე ნოსტალგიის გრძნობასაც უნდა გაურბოდეს, თანამშრომლები უნდა მომართოთ ისე, რომ მათ მეწარმეებივით იაზროვნონ, რადგან რაც მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებთ ადამიანებს, მით უკეთ იმუშავებენ;
17. თუ საქმე შეცდომამდე მიდის, უკან გადახტით და არ წაიქცეთ, დაადგინეთ მიზეზი და შეუდექით მუშაობას მის მოსაცილებლად;
18. იყავით ლიდერი და არა ხელმძღვანელი – კორპორაციის კარგი ხელმძღვანელი ის არის, ვინც არა მხოლოდ იდეების გენერატორია, არამედ სხვებსაც შთააგონებს, რომ საკუთარი იდეები და აზრები გამოთქვან.