1. ნებისმიერ დროს წადით და საკუთარი საქმე წამოიწყეთ — ჰარვარდში დაბრუნება არასდროს არის გვიან.
2. წარმატება ცუდი მასწავლებელია, ის აიძულებს ჭკვიან ადამიანებს, იფიქრონ, რომ არასდროს წააგებენ.
3. დივანსა და უკანალს შორის დოლარი არასდროს გაიქროლებს.
4. ჩვენ ვუხსნით ადამიანებს, რომ თუ არცერთ მათგანს არ გაუცინია, მათ ერთ იდეაზე მაინც, შესაძლოა არასაკმარისად შემოქმედებითად უდგებიან საქმეს.
5. უმეტესად შუაღამემდე ვმუშაობ, ნასადილევს შინ მივდივარ და დაახლოებით ერთი საათი ვკითხულობ წიგნებს ან ჟურნალ „ეკონომისტს“. ოფისში ჩვეულებრივ, მეორე დილის ცხრა საათისთვის ვბრუნდები.
6. მეშინია მარცხის, ყოველდრე, როცა ოფისში მივდივარ, საკუთარ თავს ვეკითხები: „ჯერ კიდევ კარგად ვმუშაობთ? ხომ არ გაგვასწრო ვინმემ? მანდვილად კარგად მიიღეს ესა თუ ის პროდუქტი? რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ? “
7. ჩვენი კონკურენტების საიტების დათვალიერება, ჩემს უცილობელ დილის რიტუალად გადაიქცა. ერთი პერსონალური კომპიუტერი ჩემს კაბინეტში სპეციალურად ამისთვის დგას – ის ციკლურად გადადის რამდენიმე საიტზე, მათ შორის – ჩვენი კონკურენტებისაზეც.
8. უდიდესი სიმდიდრე ხელიხელჩაკიდებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, ვალდებულებებთან, გაუნაწილო საზოგადოებას და უზრუნველყო ამ სახსრების საუკეთესოდ განაწილება მათთვის, ვინც ამას საჭიროებს.
9. მსოფლიოსთვის სულერთია შენი განცდები და პატივმოყვარეობა, მსოფლიო შენგან ელოდება რაიმე მიღწევას, სანამ პატივს მიაგებს შენი ღირსების გრძნობას.
10. მე მაქვს თეთრი დაფა და ფერადი ფლომასტერების ნაკრები, რომლებიც შესანიშნავად მეხმარებიან კოლეგებთან თათბირის დროს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს.
11. ბიზნესს ვუდგები როგორც გამოწვევას, პრობლემის გამოწვევის აუცილებლობას.
12. არ მომწონს, როცა ახალგაზრდები ამბობენ, არ გვინდა კოლეჯში სიარულიო, რადგან თურმე მე არ დამიმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი, ჯერ ერთი, მე საკმაოდ კარგი განათლება მივიღე, თუმცა ხარისხის მიღებას არ დაველოდე, მეორე – მსოფლიო სულ უფრო რთულია, წლიდან წლამდე მეტად სპეციალიზებული და კონკურენტული ხდება, უმაღლესი განათლება დღეს ისევე მნიშვნლეოვანია, როგორც წინათ – სასკოლო.
13. დროს არ ვკარგავ წარსულზე სინანულში, ჩემი არჩევანი გავაკეთე და მოვალეობებს რომ გავუმკლავდე, აუცილებელია, ეჭვი არ შემეპაროს, არ იფიქროთ: ღმერთო, რა კარგი ექიმი გამოვიდოდი, როგორი — ჩოგბურთელი, პოკერის მოთამაშეო… კეთილდღეობის საფუძველია სიმტკიცე და საკუთარი საქმის კარგად გააზრება.
14. ორჯერ არ მიიღოთ ერთი და იგივე გადაწყვეტილება, ჯობს მეტი დრო და ძალა დახარჯოთ პირველივე ჯერზე მტკიცე გადაწყვეტილების მისაღებად.
15. ბიზნესი კარგი თამაშია. ბევრი მეტოქეობა და ცოტა წესი, ანგარიში ფულით ითვლება.
16. ვფირობ, ბიზნესის მართვა იოლია, მოგება დანაკარგი, გაყიდვებს აკლებთ დანახარჯებს და იღებთ დიდი დადებით რიცხვს, სუფთა მათემატიკაა.
17. შემოსავლის გენერირება ყველაზე სათუთი რამ არის ამქვეყნად, რაც უნდა კარგი იყოს თქვენი პროდუქცია, ყოველთვის თვრამეტი თვით ხართ დაშორებული მარცხისგან.
18. ერთი რამ ვიცი ზუსტად – ჩემს მემკვიდრეებს არ დავუტოვებ ბევრ ფულს, მათთვისვე იქნება ეს კარგი.
19. ახლაც კი არ მაინტერესებს ფულის ოდენობა, რომ შემეძლოს არჩევანის გაკეთება, სამუშაოს და სიმდიდრეს შორის, სამუშაოს ავირჩევდი, გაცილებით მეტ ემოციას მაძლევს შესაძლებლობა, ათასამდე ნიჭიერი ადამიანის გუნდს ვუხელმძღვანელო, ვიდრე ბანკში მქონდეს დიდი ანგარიში.
20. საჭიროა ძლიერი გუნდი, რადგან საშუალო გუნდი საშუალო შედეგებს იძლევა, რაც უნდა კარგად მართავდეთ მათ.
21. კარგი მენეჯერის უმნიშვნელოვანესი თვისებაა ნებისმიერ ცუდ ინფორმაციას მკერდით შეეგებოს, თავად ეძებოს მათთან შეხვედრა, იმის ნაცვლად, თავი ქვიშაში ჩარგოს.
22. დღევანდელ საინფორმაციო საზოგადოებაში მთავარი ბუნებრივი რესურსებია ადამიანის გონება, გამოცდილება და ლიდერობა.
23. სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში მომგებიანია ის კომპანია, რომელსაც შეუძლია საკვანძო ტენდენციებს შორის საჭიროს შერჩევა და მათთვის რაღაც ფასეულის დამატება.
24. ჩვენ შეგვიძლია, საკუთარ თავს მივცეთ რამდენიმე შეცდომის დაშვების უფლება, მაგრამ არ შეგვიძლია საკუთარ თავს მივცეთ უფლება, არ ვცადოთ.
25. ჩვენს ბიზნესში სიტუაცია მეტისმეტად სწრაფად იზრდება, რომ დრო დავკარგოთ მოგონებებზე.
26. თათბირზე უნდა შეკრიბო მხოლოდ საკვანძო თანამშრომლები, ვინც გადაწყვეტილების მიღებაზე არიან პასუხისმგებელი, ყველა დანარჩენმა, ჯობს, ამ დროს თავისი უშუალო მოვალეობები შეასრულოს.
27. ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულია, როგორც მათი შოვნა.
28. ყოველთვის გადაჭარბებულად ვაფასებთ ცვლილებებს, რომლებიც უახლოეს ორ წელიწადში მოხდება და სათანადოდო ვერ ვაფასებთ შემდეგი ათი წლის ცვლილებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოდუნება არაფრით არ შეიძლება.
წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები
ვინ არის ბილ გეიტსი: ბიოგრაფია: ბილ გეიტსი
ბილ გეიტსის სხვა რჩევები: SEPtips: ბილ გეიტსის რჩევები აბიტურიენტებს
საინტერესო ფაქტები: SEPstory: ერთმანეთის რა თვისებებს ნატრობენ სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი
მეტი: ვიკიპედია ბილ გეიტსის შესახებ