რამაზ ჩხიკვაძე პროფესიონალიზმის შესახებ

1852

ვიდეოდან გაიგებთ:

  1. რას ფიქრობს რამაზ ჩხიკვაძე ქართველების შესახებ;
  2. ვისი აზრი უნდა გაიზიარო და ვისი არა;
  3. რა კავშირი არსებობს პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შორის;
  4. როგორ უშლიან ხელს დილეტანტები (არაპროფესიონალები) ქვეყნის განვითარებას.

ამონარიდები ვიდეოდან

“ქართველი ნიჭიერი იბადება უდაოდ, მაგრამ შემდეგ დილეტანტიზმი ღუპავს – ჩვენ ვერ ვხდებით იმ დონის პროფესიონალები, რაც ჭირდება ამა თუ იმ საქმეს” – რამაზ ჩხიკვაძე

“კარგი მკერავი დღე და ღამ ფიქრობს, როგორ შეკეროს უკეთესი პიჯაკი, რომ ხვალ სხვა მკერავმა არ აჯობოს” – რამაზ ჩხიკვაძე

“ჩვენ ისეთი წყობა გვქონდა (იგულისხმება კომუნისტური რეჟიმი), ოღონდ კი რაოდენობა გვეჩვენებინა, ხარისხზე არ ვაგებდით პასუხს, გაიყიდებოდა თუ არ გაიყიდებოდა არ გვაინტერესებდა. ახლა სხვა დრო დადგა, ახლა გამოჩნდა კარგად, რომ სწორედ ეს დილეტანტიზმი გვიშლის ხელს ქართველებს ყველაფერში – წარმოებაშიც, ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც” – რამაზ ჩხიკვაძე

“ჩვენ არ მივალთ დილეტანტ (არაპროფესიონალ) ექიმთან, იმიტომ, რომ შეიძლება მოგვკლას. მაგრამ დილეტანტი პოლიტიკოსის ან ეკონომისტის არ გვეშინია, იმიტომ, რომ მათი საქმიანობის შედეგი უცებ არ გვკლავს, თუმცა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში არაპროფესიონალ ექიმზე უარესს გვიშვრება” – რამაზ ჩხიკვაძე.