YouTube-ს ისტორია:
YouTube (წარმოითქმის იუთუბი) არის ვიდეო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს სხვადასხვა ვიდეოები. YouTube შეიქმნა 2005 წლის თებერვალში, PayPal-ის ყოფილი სამი თანამშრომლის – ჯოუდ კერიმის, სტივ ჩენისა და ჩად ჰარლის მიერ, ხოლო 2006 წლის ნოემბერში Google-მა შეიძინა იგი 1.65 მილიარდად აშშ დოლარად. დღესდღეობით YouTube მუშაობს როგორც Google-ზე დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Player და HTML5 ტექნოლოგიას მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპები, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, როგორებიცაა ვიდეო ბლოგირება და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. YouTube-ზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები ასევე სთავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს YouTube-ს მეშვეობით.
ვიდეოს ატვირთვა YouTube-ზე:
ვიდეოს ატვირთვა შეუძლიათ მხოლოდ YouTube-ზე დარეგისტრირბულ მომხმარებლებს. ამასთან, ვიდეოების ატვირთვა შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით. დარეგისტრირებულ მომხამერბლებს შეუძლიათ ასევე კომენტარების დაწერა თავის მიერ ან სხვის მიერ ატვირთულ ვიდეოებზე. დარეგისტრირებული მომხმარებლების პროფილს, „არხები“ (Chanal) ეწოდება. დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება.
აკრძალვები და შეზღუდვები YouTube-ზე:
ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვს ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას.
YouTube-ის დევიზი:
Broadcast Yourself (ქართულად – იმაუწყებლე შენით).
სტატისტიკა YouTube-ის შესახებ:
YouTube-მა საზოგადოებას საიტის საცდელი ვერსია 2005 წლის მაისში შესთავაზა, ექვსი თვით ადრე, სანამ ოფიციალურად ამუშავდებოდა ამავე წლის ნოემბერში. საიტი სწრაფად განვითარდა და 2006 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად საიტზე 65,000-ზე მეტი ვიდეო იტვირთებოდა და 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას ფიქსირდებოდა. საბაზრო კვლევის კომპანიის, „comScore“-ის გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, YouTube არის ონლაინ ვიდეოების გაბატონებული მომწოდებელი აშშ-ში, საბაზრო წილის 43%-ით და 6 მილიარდზე მეტი ვიდეოების ყურებით, რაც დაფიქსირდა 2009 წლის იანვარში. დათვლილია, რომ ყოველ წუთში საიტზე იტვირთება 20 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები, რომლის დაახლოებით 3/4 მოდის აშშ-ის ფარგლებს გარედან. „Alexa“-მ შეაფასა YouTube რიგით მესემე ყველაზე ნახვად საიტად ინტერნეტში, Google-სა და Facebook-ის შემდეგ.
პირველი ვიდეო YouTube-ზე: ჯოუდ კერიმი – Me at the zoo
უფრო მეტი YOUTUBE-ს შესახებ: YouTube ქართულად
MORE ABOUT YOUTUBE: Youtube IN ENGLISH
БОЛЬШЕ О YOUTUBE: Youtube НА РУССКОМ