MFJ-ჩემი საყვარელი საქმე (ინგლ. My Favorite Job ) – წარმოადგენს სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) პროექტს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა პროფესიისა თუ საქმიანობის პოპულარიზაციას.
თუ გამოვკითხავთ ადამიანებს, რატომ აირჩიეს ესა თუ ის საქმიანობა თავიანთ პროფესიად, აღმოვაჩენთ, რომ მათ უმეტესობას განათლება აქვს მიღებული სხვა პროფესიაში და მუშაობს სხვა პროფესიით. რატომ ხდება ასე?
ის ფაქტი, რომ ადამიანი განათლებას იღებს სხვა პროფესიისას და მუშაობს სხვა პროფესიით, უმეტესად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ როდესაც ეს ადამიანი ირჩევდა მომავალ პროფესიას, კარგად არ ჰქონდა გაანალიზებული ამ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მსგავსი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, პროექტ MFJ-ის ფარგლებში სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია ახორციელებს ამა თუ იმ პროფესიის/საქმიანობის პოპულარიზაციას. ამ მიზნით აწყობს აბიტურიენტების (ასევე იმ ადამიანების, ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია საყვარელი საქმე) ვიზიტს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში რათა მათ ადგილზე ნახონ ამა თუ იმ პროფესიის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები და მომავალი პროფესია აირჩიონ მაქსიმალურად გააზრებულად.
გარდა აღნიშნულისა, ასოციაცია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში მოეწყოს ფილმების ჩვენება, რომლებშიც საინტერესოდ არის გადმოცემული სხვადასხვა პროფისიისა თუ საქმიანობის დადებითი ან უარყოფითი მხარეები.
იხილეთ პირველი პროექტი: SEPnews: „MFJ-ჩემი საყვარელი საქმე – საბაჟო“ საქართველოს ბიზნესის აკადემიაში-SBA