ძალა არის ორგანიზებული ენერგია ან ძალისხმევა, ის გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ფაქტების, ცოდნისა და უნარის ორგანიზება მათი ძალად გადასაქცევად. ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი განათლების, სიბრძნის, თქვენი ფიზიკური გამძლეობის, თქვენი ტემპერამენტის და სხვა ბევრი თვისებების, როგორც წარმატების მისაღწევად არსებითი ფაქტორების, გათვალისწინება. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მისტერ კარნეგიმ შეკითხვაზე – „თუ რით ხსნიდა ის თავის წარმატებას“- თქვა: „ახალგაზრდავ, ხომ არ ჯობია განვსაზღვროთ სიტყვა „წარმატების“ მნიშვნელობა? წარმატებაში თქვენ ჩემი ფული იგულისხმეთ და, რომ წარმატება ფულით იზომება? მე გიპასუხებთ: ჩვენს საქმეში ჩვენ გაგვაჩნია ზეგონება და ის შედგება ორი ათეული ადამიანის, ჩემი დამხმარეების, მმართველების, ბუღალტრების, ქიმიკოსების და სხვა სპეციალისტების გონებებისაგან, სწორედ ამ გონებათა ჯამი, კოორდინირებული, ორგანიზებული და განსაზღვრული მიზნისკენ ჰარმონიული თანამშრომლობის სულისკვეთებით მიმართული, არის ძალა, რომელმაც მე ამდენი ფული მომიტანა“.
ნებისმიერ სტრატეგს – ბიზნესში თუ ომში, მრეწველობაში თუ ცხოვრების სხვა სფეროში – ესმის ორგანიზებულ, კოორდინირებულ ძალისხმევათა ფასეულობა. ამის ნათელი მაგალითია, მამისა და შვიდი ვაჟის ისტორია ერთად შეკრული წნელისა და ცალ-ცალკე თითო წნელის დამტვრევის შესახებ: „როდესაც თქვენ ერთად მოქმედებთ, ჰარმონიის სულისკვეთებით, თქვენ ამ წნელის შეკვრას ჰგავხართ და მაშინ არავის შეუძლია თქვენი დამარცხება, მაგრამ თუ თქვენ დაიწყებთ კინკლაობას ცალ-ცალკე, ადვილად დაგამარცხებენ.“
თავის დროზე ერთ ქარხანაში ჰენრი ფორდთან ერთად მუშაობდა ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად იგივე სამუშაოს ასრულებდა და ფორდზე გაცილებით უფრო კომპეტენტური იყო, ის დღესაც იგივე სამუშაოთი არის დაკავებული და კვირაში ას დოლარზე ნაკლებს იღებს, მაშინ, როდესაც ფორდი ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა დედამიწაზე. რამ განაპირობა ამ ორი ადამიანის ასეთი უზარმაზარი განსხვავება? მხოლოდ ერთადერთმა – ფორდმა გაიგო და შეძლო ორგანიზებულ ძალისხმევათა პრინციპის გამოყენება, ხოლო იმ ადამიანმა არა.
ძალა წარმოადგენს ორგანიზებულ ძალისხმევებს!
წარმატებულ ადამიანებს მოსწონთ და უყვართ ის სამუშაო, რასაც აკეთებენ, გარდა ამისა მათ გამოიმუშავეს ფულის სისტემატურად შენახვის ჩვევა.
წარუმატებელ ადამიანებს არ გააჩნიათ განსაზღვრული მთავარი მიზანი ცხოვრებაში და ისეთი სამუშაოთი არიან დაკავებული, რომელიც მათ არ უყვართ და არ მოსწონთ, ხოლო წარმატებულ ადამიანს ნათლად აქვს განსაზღვრული მიზანი ცხოვრებაში და მისი განხორციელების კონკრეტული გეგმაც გააჩნია.
წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი