SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ინიციატივის ჩვეულების განმტკიცება

აირჩიეთ ცხოვრების განსაზღვრული მთავარი მიზანი? ეხლა კი უკვე დროა და თქვენი ვალია ამ მიზნის ტრანსფორმირება რეალობაში. ამისათვის უნდა გამოიმუშაოთ ყოველდღიურად გარკვეული მოქმედების შესრულების ჩვეულება, რომელიც ერთი ნაბიჯით დაგაახლოვებთ თქვენს განსაზღვრულ მთავარ მიზანთან. გაჭიანურება – ყველა იმის მომაკვდინებელი მტერია, ვინც მიისწრაფვის იყოს ნებისმიერ საქმეში ლიდერი, ამიტომ ეს ჩვეულება უნდა გამორიცხოთ. დაუკვირდით, გამოყენების შედეგად თქვენი სხეულის კუნთები უფრო ძლიერდება,  ინიციატივის ჩეულების განმტკიცებაც მისი გამოყებენის შესაბამისად ხდება.

ყოვედლდღიურად, სამსახურში ინიციატივის გამოვლენით, არა მხოლოდ ჩვეულებას ვავითარებთ, არამედ იქცევთ მათ ყურადღებას, ვინც ამ ჩვეულების გამოყენების შედეგად თქვენს მომსახურებას დააფასებს. რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეთ, თქვენ ყოველდღიურად გიჩნდებათ სხვებისთვის რაიმე მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომელიც თქვენს უშუალო მოვალეობაში არ შედის; დამატებითი მომსახურებას არ აკეთებთ იმისათვის, რომ ეს თქვენ აგინაზღაურდებათ, თქვენ ამას იმიტომ აკეთებთ, რომ ამით ინიციატივის მტკიცე სულისკვეთებას ავითარებთ, ცდით და აძლიერებთ, რომელსაც უნდა დაეუფლოთ, რათა გამოჩენილ ფიგურად იქცეთ თქვენს მიერ შერჩეულ საქმიანობის სფეროში.

მას, ვინც მხოლოდ ფულისთვის მუშაობს, ყოველთვის ცოტა ეჩვენება, რამდენიც არ უნდა მიიღოს. ფული აუცილებელია, მაგრამ ცხოვრების მთავარი ჯილდოს გაზომვა შეუძლებელია დოლარებით და ცენტებით. ვერანაირი ფული ვერ შეცვლის იმ ადამიანის ბედნიერებას, სიხარულს, სიამაყეს, რომელიც ყველაზე კარგად თხრის ორმოებს, ან აშენებს წიწილების შესამწყვდევს, ან გვის იატაკს, ან ამზადებს სადილს… ყოველი ნორმალური ადამიანი ისწარაფვის იმისკენ, რომ თავისი საქმე საშუალეზე უკეთ გააკეთოს.

„გახსოვდეთ, რომ თქვენი ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომელსაც თქვენ თვითონ დაუწესებთ თქვენს თავს“.

ბედნიერების მოპოვება შესაძლებელია, მხოლოდ სხვებისთვის სიკეთის კეთებით, ასევეა ინიციატივის განვითარების შემთხვევაში: „თქვენ საუკეთესოდ განავითარებთ თქვენს თქვენს თავში ამ არსებით თვისებას, თუ სხვებში მის განვითარებას შეუწყობთ ხელს, ამით თქვენ თქვენს თავში კიდევ უფრო რწმუნდებით და აუცილებლად შეამჩნევთ ცვლილებას საკუთარ თავში.

აქციეთ თქვენს წესად ინიციატივის განვითრების შესახებ საუბრით თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების დაინტერესება, ასეთი პრაქტიკა თქვენ თავად დაგეხმარებათ და არც სხვებს მოუტანს ზიანს.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).