SEPtips: ნაპოლეონ ჰილის ოქროს წესი

წარმატება ბედნიერების გარეშე არ არსებობს, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია იყოს ბედნიერი, თუ მას სხვებისთვის არ მოაქვს ბედნიერება. თავს უფლებას ნუ მისცემთ, გძულდეთ სხვა ადმიანი ან გშურდეთ მისი; არ შეიძლება საპასუხო დარტყმის მიყენება მისთვის, ვინც უსამართლობა გამოავლინა თქვენს მიმართ – ბოროტებას სიკეთით უპასუხეთ.

ვისაც სურს დაიცვას ოქროს წესი, უნდა შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი; ჩემი ეთიკის კოდექსი ასეთია:

1. არასდროს არ მოვიქცევი სხვების მიმართ ისე, როგორც არ ვისურვებდი მომქცეოდნენ მე ჩვენი მდგომარეობის გაცვლის შემთხვევაში;
2. მე უკანასკნელ წვრილმანამდე პატიოსანი ვიქნები ჩემს ნებისმიერ დამოკიდებულებაში სხვა ადამიანებთან;
3. მე ვაპატიებ იმათ, ვინც უსამართლოდ მომექცა, მიუხედავად იმისა, იმსახურებენ თუ არა ამას ისინი – ასეთი პატიება აძლიერებს ჩემს ხასიათს;
4. მე ყოველთვის დიდსულოვანი, სამართლიანი და პატიოსანი ვიქნები სხვების მიმართ, მაშინაც კი, როდესაც მეცოდინება, რომ ჩემი მოქმედებები შეუმჩნეველი და დაუჯილდოებელი დარჩება;
5. უფრო სასარგებლოდ დავხარჯავ დროს საკუთარი ნაკლების გამოვლენასა და გამოსწორებაზე;
6. მე არასდროს მოვცხებ ჩირქს სხვა ადამიანებს;
7. მე ვაღიარებ აზრის ძალას და არ ვეცდები მოვწამლო სხვა ადამიანთა ცნობიერება;
8. მე დავძლევ ჩვეულებრივ ადამიანურ მიდრეკილებას სიძულვილის, შურის, ეგოიზმის,ეჭვიანობის, ბოროტების, პესიმიზმის და შიშისაკენ, ვინაიდან მჯერა, რომ ეს ის თესლია, რომლისგანაც ქვეყნის დიდი უბედურებები აღმოცენდება;
9. აქტიურად გამოვიყენებ სიკეთის უნივერსალურ წესს, ჩემს ნებისმიერ ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან;
10. მე გამეგება კანონი, რომლის თანახმადაც ჩემი ყოველი ქმედება თუ აზრი ჩემს ხასიათზე აისახება; ამიტომ საგულდაგულოდ ვადევნებ თვალყურს ყველაფერს რაც ჩემს ხასიათში აისახება;
11. ბედნიერება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სხვებს ეხმარები; არც ერთი კეთილი საქმე არ დარჩება დაუჯილდოებელი.

როდესაც მე სხვა ადამიანებს ვუწევ სამსახურს ან კეთილ საქციელს ჩავდივარ, ამით მე გამოვიმუშავებ პოზიტიურ დინამიურ ხასიათს, რომელიც იმ ადამიანებს მოიზიდავს ჩემთან, ვისი ხასიათიც ჩემს ხასიათს შეეწყობა.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

 

 

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).