ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ფსიქოლოგი წარმატების (ახალი აზროვნება) სფეროში (1883 – 1970). ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწერალს წარმატების შესახებ. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი „იფიქრე და გამდიდრდი“ (1937) ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნია. ჰილის გარდაცვალების პერიოდისთვის (1970) გაყიდული იყო ამ სახელმძღვანელოს 20 მილიონი ეგზემპლარი.
ნაპოლეონ ჰილის ნაშრომები შეისწავლიან პერსონალური რწმენის ძალას რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში. ჰილი იყო ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მრჩეველი 1933-1936 წლებში. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა – „თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ რომ შეძლებთ“.
ნაპოლეონ ჰილის 15 რჩევა
- ყოველივე, რისი წარმოდგენაც შეუძლია ადამიანს, ყოველივე, რისიც მას სჯერა, მიღწევადია;
- გონებისთვის სხვა შეზღუდვა არ არსებობს, გარდა იმისა, რასაც თავად ჩვენ ვაწესებთ;
- წარმატება არ მოითხოვს განმარტებებს, მარცხი არ სცნობს გამართლებებს;
- ბედნიერება მოქმედებაშია და არა უბრალოდ ფლობაში;
- ბედნიერება ყოველთვის მომავალშია და არასდროს არის წარსულში;
- გონება – ეს არის სიმდიდრის, წარმატების, უდიდესი გამოგონებებისა და მიღწევების წყარო;
- ზეგონება – ორი ან მეტი ტვინის შეხვედრისას ჩნდება და არსებობს მანამ, სანამ მათ შორის მეგობრული კავშირია.ამ კავშირის დარღვევისას, ზეგონებაც ირღვევვა და მისი არსებობის ნიშნები საერთოდ ქრება;
- წარმატება – ესაა თქვენი მთავარი მიზნის სხვა ადამიანთა უფლებების დარღვევის გარეშე მიღწევა;
- წარმატება – ეს არის ყველა თქვენი ძალების მიმართულება იმისკენ, რისი მიღწევაც ძალიან გინდათ;
- მოაქციეთ ცხოვრება თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ, ერთადერთი დაბრკოლება ხვალინდელი დღის შექმნაში არის დღევანდელი ეჭვები;
- თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, იქონიოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, გახდეთ ისეთი, როგორსაც მოისურვებთ;
- აზრები აყალიბებენ მიზნებს, მიზნები გარდაიქმნებიან მოქმედებად, მოქმედებები აყალიბებენ ჩვევებს, ჩვევები ქმნიან ხასიათს, ხასიათი ქმნის ბედს;
- თქენ თვითონ ქმნით თქვენს საკუთარ იღბალს, რასაც მარტო გული ხედავს, თვალი ვერ ამჩნევს მთავარს;
- ადამიანის პოტენციალი ჰგავს შეუსწავლელ ოკეანეს, კონტინენტს, შესაძლებლობების სამყაროს, რომელიც ელოდება აღმოჩენას და გონივრულად გამოყენებას;
- თუ თქვენ მხოლოდ იმას აკეთებთ, რისთვისაც გიხდიან, ვერასდროს მიიზიდავთ სასურველ ყურადღებას, ხოლო თუ თქვენ იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე გიხდიან, თქვენ დაიმსახურებთ რეპუტაციას, რომელიც დროთა განმავლობაში თქვენზე მოთხოვნას გაზრდის ყველგან, თქვენი მოღვაწეობის სფეროში.