SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყველაზე ნაყოფიერი წლები ორმოციდან სამოცამდეა

ორმოც წლამდე ადამიანი იშვიათად ავლენს მაღალ შემოქმედებით ძალისხმევას საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. საშუალო ადამიანი უდიდესი შემოქმედებითი აქტივობის პერიოდს ორმოციდან სამოც წლამდე პერიოდში აღწევს. ეს მტკიცება ათასობით ქალისა და მამაკაცის ცხოვრების საგულდაგულო ანალიზზეა დაფუძნებული. მან უნდა გაამხნევოს ისინი, ვინც ვერაფერს მიაღწია ორმოცამდე და ისინიც, ვისაც ორმოცი წლის ასაკში „სიბერის შიში“ დაეწყო. სწორედ ყველაზე ნაყოფიერი ორმოციდან სამოცწლამდეა. ამ ასაკს ადამიანი შიშით და კანკალით კი არა – იმედითა და სიხარულით უნდა უახლოვდებოდეს. ჰენრი ფორდმა წარმატების მიღწევა ორმოცი წლის შემდეგ დაიწყო, ენდრიუ კარნეგი ორმოცს ბევრად იყო გადაცილებული, როდესაც წარმატება ეწვია, ორმოცი წლის ასაკში ჯეიმს ჯ. ჰილი ჯერ კიდევ ტელეგრაფის გასაღებს აკაკუნებდა, მისი შესანიშნავი მიღწევები უფრო გვიან წლებს უკავშირდება.

ამერიკელი მრეწველებისა და ფინანსისტების ბიოგრაფიები სავსეა მოწმობებით იმისა, რომ ორმოციდან სამოც წლამდე პერიოდი – ადამიანის ყველაზე ნაყოფიერი ასაკია.

მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).