SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყოველი იდეის მიღმა სპეციალური ცოდნა იმალება

ადამიანები, რომლებიც თავისუფალ დროს სწავლაზე ხარჯავენ, იშვიათად რჩებიან ფსკერზე დიდხანს.  დიდი შეცდომაა, როდესაც ამბოთ: „მე ვერ დავესწრები კურსებს იმიტომ, რომ ოჯახი უნდა ვარჩინო,“ ან „მე ამისთვის უკვე ბებერი ვარ“. აუცილებელია სპეციალური ცოდნის შეძენა, რომელიც გზას გაგიკვალავთ შემდგომი განვითარებისაკენ. იმის ცოდნა, თუ რა გზით არის უმჯობესი ცოდნის მიღება, ყოველთვის გამართლებულია. კომპანიის უმეტესობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თქვენ რამდენად ხართ დაინტერესებული თქვენი ცოდნის გაღმავებით. თუ  ვერ გამოიყენებთ თქვენს განათლებას, არასდროს არის გვიან შეიცვალოთ პროფესია და მიიღოთ თქვენთვის საჭირო სპეციალური ცოდნა; რომ გქონდეთ საკმარისი შემოსავალი, უნდა დაიწყოთ მეცადინეობა და იაროთ სპეციალურ კურსებზე, ჩააბაროთ საკვალიფიკაციო გამოცდა და სწრაფად შეიძინოთ თქვენთვის ხელსაყრელი პრაქტიკა.

ყოველი იდეის მიღმა სპეციალური ცოდნა იმალება, მაგრამ სპეციალური ცოდნის მიღება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე იდეისა. ამიტომ არის იდეაზე ყოველთვის მეტი მოთხოვნა.  უნარი(ნიჭი) ნიშნავს წარმოსახვას. ეს თვისება აუცილებელია ცოდნის შესაერთებლად იდეებთან იმ კონკრეტული გეგმის სახით, რომელსაც სიმდიდრის მოტანა შეუძლია.

თუ თქვენ გაგაჩნიათ წარმოსახვა, თქვენ შეძლებთ იპოვოთ იდეა, რომელიც გახდება იმ სიმდიდრის დაუფლების საწყისი, რომლისკენაც თქვენ მიისწრაფვით. გახსოვდეთ, მთავარია იდეა, სპეციალური ცოდნის შეძენა კი ყოველთვის შეიძლება – ნებისმიერ ადგილას! წარმოსახვა – ის სახელოსნოა, რომელშიც ადამიანის მიერ შემუშავებული ყველა გეგმის რეალიზება ხდება. იმპულსი, სურვილი ფორმას იძენს და წარმოსახვის უნარის მეშვეობით მოქმედებას იწყებს. ადამიანს შეუძლია შექმნას ყველაფერ, რისი წარმოდგენაც შეუძლია. ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც ემორჩილება ადამიანი წარმოსახვის შეზღუდულობაა.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
ვინ არის ნაპოლეონ ჰილი: ბიოგრაფია: ნაპოლეონ ჰილი
ნაპოლეონ ჰილის რჩევები:
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – როგორ მივიღოთ საჭირო სამუშაო
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი ფულის შესახებ
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყოველი იდეის მიღმა  სპეციალური ცოდნა იმალება
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყველაზე ნაყოფიერი წლები ორმოციდან სამოცამდეა
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – აიყვანე დამხმარედ კარგი ორატორი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).