SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – წარმატებას ვერ შეცვლი თავის მართლებით

იმ ადამიანებს, ვინც ვერ მიაღწია წარმატებას, ერთი საერთო თვისება აერთიანებთ, მათ იციან თავიანთი წარუმატებლობის ყველა მიზეზი და ყოველთვის მზად აქვთ ახსნა-განმარტება იმისა, თუ რატომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. ზოგიერთი გამართლება აშკარაა და ფაქტებითაცაა გამყარებული, მაგრამ წარმატებას თავის მართლებით ვერ შეცვლი. სამყაროს სურს იცოდეს მხოლოდ ერთი რამ – მიაღწიე თუ არა წარმატებას?  

თავის გასამართლებელია ყველა შემდეგი გამოთქმა:

  • მე რომ მქონდეს ფული…
  • მე რომ კარგი განათლება მიმეღო…
  • მე რომ სამუშაო მეპოვნა…
  • მე რომ დრო მქონდეს…
  • მე რომ სხვა გარემოში ვიყო…
  • მე რომ შემეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება…
  • მე რომ თავის დროზე შანსი მომცემოდა…
  • მე რომ უფრო ახალგაზრდა ვიყო…
  • მე რომ შემეძლოს იმის გაკეთება, რაც მინდა…
  • მე რომ მდიდარი დავბადებულიყავი…
  • მე რომ ვინმე დამხმარებოდა…
  • მე რომ საკუთარი თავის რწმენა მქონდეს…
  • მე რომ მქონდეს ჩემი საქმე…

… და  კიდევ უამრავი  „მე რომ“  ეს ყველაზე მთავარი მომიზეზებაა!

გადაეჩვიეთ თავის მართლებას, მიეჩვიეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. პლატონი სამართლიანად აღნიშნავდა: „ყველაზე მთავარი გამარჯვება – საკუთარ თავზე გამარჯვებაა, დამამცირებელია იყო დამარცხებული საკუთარი „მე“-ს მიერ“.

სძლიეთ საკუთარ თავს, აიძულეთ ცხოვრება მოგცეთ ის, რაც სინამდვილეში გსურთ!..

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).