SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – როგორ მივიღოთ საჭირო სამუშაო

  1. ზუსტად და მკაფიოდ გადაწყვიტეთ, თუ რა სამუშაო გჭირდებათ თქვენ; თუ ასეთი სამუშაო არ არსებობს, იქნებ თქვენ თავად შექმნათ ის;
  2. შეარჩიეთ კომპანია ან ადამიანი, რომელზეც თქვენ გსურთ მუშაობა;
  3. შეისწავლეთ პერსპექტიული დამქირავებელი, ფირმის პოლიტიკა, მისი პერსონალი და წინსვლის შანსები;
  4. საკუთარი თავის, ნიჭისა და უნარის გაანალიზებით განსაზღვრეთ თუ რისი შეთავაზება შეგიძლიათ თქვენ; დაგეგმეთ ის ხერხები და საშუალებები, რომლებიც მოგცემენ თქვენ საშუალებას – გაიღოთ დამქირავებლისათვის თქვენი უნარის მაქსიმუმი;
  5. დავიწყეთ, რომ „თქვენ გჭირდებათ სამუშაო“; დაივიწყეთ იმის შესახებ, არის ადგილი თუ არა; დაივიწყეთ ჩვეულებრივი: „ხომ არ გექნებოდათ ჩემთვის რამე? მოიკრიბეთ ყურადღება იმაზე, თუ რისი შეთავაზება შეგიძლიათ თქვენ;
  6. როგორც კი შეადგენთ გეგმას თქვენს ცნობიერებაში, სთხოვეთ გამოცდილ ადამიანს წესიერად და დაწვრილებით ჩამოაყალიბოს ის წერილობით;
  7. წარუდგინეთ ეს გეგმა, შესაბამის ავტორიტეტულ პირს და ყველაფერ დანარჩენს ის თავად მოგიგვარებთ; ყოველი კომპანია გამუდმებით ეძებს ისეთ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ რამე ფასეული შესძინონ მას: იდეა, მომსახურება თუ „კავშირი“;  ყოველ კომპანიაში მოიძებნება ადგილი ისეთი ადამიანისათვის, რომელსაც გააჩნია ამ კომპანიის სასიკეთოთ მოქმედების მკაფიო გეგმა.ასეთი პროცედურა დამატებით მოითხოვს რამოდენიმე დღეს თუ კვირას, მაგრამ სანაცვლოდ ის აგაცილებთ თქვენ მრავალწლიან, დაბალაზღაურებად სამუშაოს და უფრო დიდი შემოსავლის მიღწევაში დაგეხმარებათ, დააჩქარებს თქვენს წინსვლას და აღიარებას. მის მრავალ უპირატესობათაგან მთავარი იმაში მდგომარეობს, რომ ის მიზნის მიღწევის გზაზე ერთ-ხუთ წელიწადს ზოგავს ხოლმე.ყველა, ვინც კიბის არა ქვედა, არამედ შუა საფეხურებიდან იწყებს, შეგნებული და საგულდაგულო დაგეგმვის მეშვეობით აკეთებს ამას.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
ვინ არის ნაპოლეონ ჰილი: ბიოგრაფია: ნაპოლეონ ჰილი
ნაპოლეონ ჰილის რჩევები:
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი ფულის შესახებ
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ჩვენს ირგვლივ ფულის კეთების მრავალი შესაძლებლობა არსებობს
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყოველი იდეის მიღმა სპეციალური ცოდნა იმალება
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყველაზე ნაყოფიერი წლები ორმოციდან სამოცამდეა
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – აიყვანე დამხმარედ კარგი ორატორი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).