SEPtips: ნაპოლეონ ჰილი, როგორ გავზარდოთ ჩვენი ტვინის შესაძლებლობები

ადამიანის ტვინი შეიძლება შევადაროთ ელექტრონულ ბატარეას – რამოდენიმე ბატარეა იმაზე მეტ ენერგიას იძლევა, ვიდრე ერთი.

ანალოგიურად ფუნქციონირებს ტვინი. საერთო მიზნის მისაღწევად შეერთებული რამოდენიმე ინტელექტი, იმაზე მეტ სააზროვნო ენერგიას აწარმოებს, ვიდრე ერთეული ინტელექტი – ზუსტად ისე, როგორც ბატარეების შემთხვევაში.

თავისი კარიერის დასაწყისში ჰენრი ფორდი ღარიბი და უმეცარი იყო, მაგრამ 10 წელიწადში ის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. განსაკუთრებით მაშინ წავიდა ფორდი წინ, როდესაც ის ტომას ედისონის პირადი მეგობარი გახდა. გარდა ამისა, ყველაზე განსაკუთრებული მიღწევები მან მაშინ განახორციელა, როდესაც ჰარლი ჰერსტოუნი, ჯონი ბეროუზი და ლიუტერ ბერბანკი გაიცნო, თითოეულ მათგანს გამორჩეულად მაღალი ინტელექტი ჰქონდა.

ადამიანთა გულწრფელ, ლეგალურ და მეგობრულ ერთობლივ საქმიანობას ერთი მიზნის მისაღწევად, შეუძლია ახალი, წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობების წარმოშობა.

ადამიანები იმათ ხასიათის თავისებურებებს, ჩვეულებებსა და აზრის ძალას ითვისებენ, ვისთანაც თანამშრომლობენ. ედისონის, ბერბაკის, ბეროუსა და ფერსტოუნის ინტელექტთან თავისი ინტელექტის შეერთებით, ფორდმა თავისი გონების შესაძლებლობებს ამ ოთხის გონება, გამოცდილება, ცოდნა და სულიერი ძალა დაუმატა. ამას ეწოდება „გონებრივი ცენტრის“ პრინციპის გამოყენება.

ეს პრინციპი თქვენს განკარგულებაშია!

როდესაც ორი ან მეტი ადამიანი ერთი მიზნისთვის მოქმედებს, თითოეულ მათგანს თავისი შესაძლებლობების წარმოუდგენლად დიდი მასშტაბით გაზრდა შეუძლია. მსოფლიოში ამის უამრავი მაგალითი არსებობს, საკმარისია გავიხსენოთ სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი. მათი ინტელექტის გაერთიანებამ გამოიწვია კომპიუტერის შექმნა (Apple). ინტელექტების ერთი მიზნისკენ მიმართვა შესაძლებლობების უდიდესი წყაროა, რომელსაც შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხშირად მიმართავდნენ მსოფლიო გენიოსები.

სურათზე:  ჰენრი ფორდი, ტომას ედისონი, ჯონი ბეროუზი და ლიუტერ ბერბანკი.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).