პირველ და ყველაზე მტკიცე წარმოდგენას ადამიანზე ტანსაცმელი ქმნის. გაკოტრებულმა, რომელმაც დავკარგე ყველაფერი, გადავწყვიტე ჩემი გარდერობი ახალი ტანსაცმლით შემევსო – შევიკერე სამი კოსტუმი, შევიძინე სამი მზა კოსტუმი, საუკეთესო პერანგების, საყელოების, ჰალსტუხების, სვიტერების ნაკრები და აგრეთვე თეთრეული. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შევიძინე სესხით – წარმატებული საქმოსნის დაუდევარი გამომეტყველებით მოვაწერე ხელი სასესხო ვალდებულებას, რადგან ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის გასტუმრებას მე შევძლებდი.
ვერც მოვასწარი ახლებში გამოწყობა, როდესაც დამიბრუნდა საკუთარი თავის რწმენისა და წარმატების შეგრძნება. ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დილით ახალ კოსტუმს ვიცმევდი და ვითომ „შემთხვევით“ იმ დროს დავდიოდი ერთი და იმავე ქუჩაზე, როდესაც ვიღაც მდიდარი გამომცემელი ლანჩზე დადიოდა ხოლმე. მე ყოველ დღე ვესალმებოდი მას და ზოგჯერ ერთი -ორი წუთით სასაუბროდაც ვჩერდებოდი. ერთ დღეს მან მკითხა, თუ რომელ ბიზნესში ვიყავი. მისი ცნობისმოყვარეობა, ყოველდღიურმა ახალმა კოსტუმებმა გააღვივა. ახალ ჟურნალი უნდა გამოვცე, რომელსაც „ჰილის ოქროს წესი“ ერქმევა – ვუპასუხე მე. მან შემომთავაზა დახმარება, რადგან ისიც ჟურნალების გამოცემით იყო დაკავებული.
მეც სწორედ ამ მომენტს ველოდებოდი და სწორედ ის მქონდა მხედველობაში, როდესაც ახალ კოსტუმებს ვყიდულობდი. ეს საუბარი არასოდეს შედგებოდა, გამომცემელს მე რომ ყოველდღიურად დამარცხებული სახით , დაკუჭული კოსტუმით და თვალებში სიღარიბის გამომეტყველებით დავენახე. ჟურნალ „ჰილის ოქროს წესის“ გამოცემისათვის ჩემმა მეგობარმა გამომცემელმა უპროცენტო საწყისი კაპიტალი 30 000$-ზე მეტი გადამიხადა. ყოველი ცენტი, უმთავრესად, კარგი ტანსაცმლის წყალობით იქნა მოპოვებული; რა თქმა უნდა, ტანისამოსის მიღმა ნიჭიც უნდა იყოს, მაგრამ მილიონობით ნიჭიერ ადამიანს არაფერი გააჩნია და მათ შესახებ არავის არაფერი სმენია იმ წრის გარეთ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
ზოგიერთებს შეიძლება უპატიებელ ექსტრავაგანტურობად მოეჩვენოს გაკოტრებული ადამიანისათვის 675$-ის ტანსაცმლის ნისიად აღება, მაგრამ ამ დაბანდების ფსიქოლოგიამ ის სავსებით გაამართლა. ლამაზი გარეგნობა, არა მარტო სხვებზე ახდენდა სასურველ შთავეჭდილებას, არამედ ჩემზეც – ის მე საკუთარი თავის რწმენას მინერგავდა, რის გარეშეც მე დაკარგული ქონების დაბრუნების იმედი ვერ მექნებოდა. მე მინახავს რამოდენიმე კარგად ჩაცმული მოვაჭრე, რომელმაც თავის სფეროში წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ერთხელაც არ მინახავს ცუდად ჩაცმული ადამიანი, რომელიც ვარსკვლავად იქცა ვაჭრობის დარგში. სწორედ ამაშია კარგი ტანსაცმლის ფსიქოლოგია.
წარმატება იზიდავს წარმატებას. თუ თქვენ წარმატების მიღწევა გინდათ, შეეცადეთ წარმატებულად გამოიყურებოდეთ, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ იმ მომენტში.
ყველამ, ვინც წარმატებას მიაღწია, თავისთვის ესა თუ ის სტიმული აღმოაჩინა, რომელიც მას ბრწყინვალე შედეგების მიღწევის საშუალებას აძლევს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – თქვენი საქმეა ცხოვრებაში წარმატების მიღწევა!
თქვენ შეძლებთ ისეთი გეგმის შემუშავებას, რომელიც უდიდეს წარმატებამდე მიგიყვანთ!
წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი