SEPtips: ნაპოლეონ ჰილი ფულის შესახებ

ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე თუ როგორ დახარჯონ, ვიდრე იმაზე, თუ როგორ შეინახონ. ცივი, სასტიკი, უმოწყალო სინამდვილე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ერთი პატარა ნამცეცია და გარემოებათა მოულოდნელ ქარს, ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია მისი „წაღება“, თუ ადამიანი ფულის ძალით არ არის დაცული.

თქვენი ცხოვრების მთავარ მიზნად გახადეთ თქვენი რეგულარული შემოსავლიდან რაღაც ნაწილის შენახვა, ამით თქვენ გამოგიმუშავდებათ ფულის შენახვის ჩვეულება, რაც ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ფულის შოვნა და დაგროვება მეცნიერებაა ბიზნესის შესახებ, მაგრამ მისი წესები იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერს შეუძლია მიყვეს მათ. აქ მთავარი წინაპირობა მომავლისათვის აწმყოს მცირედით შეზღუდვაა, არც თუ ისე აუცილებელ ხარჯებზე უარის თქმაა.

ზოგიერთი არაშორსმჭვრეტელი ადამიანი ხშირად იმეორებს აზრს, რომ კვირაში რამოდენიმე დოლარის შენახვით ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ მცირე დანაზოგიც კი იძლევა საქმიანი ადამიანის თვისებების გამომჟღავნების საშუალებას, რაც ფინანსურ დამოუკიდებლობამდე მისასვლელი უმოკლესი გზაა. ზოგადად ადამიანს, რომელიც იღებს ხელფასს, შეუძლია ასე გაანაწილოს ის:

  • დანაზოგი: 10 – 20%;
  • საარსებო: ჩაცმაზე, ჭამაზე, ბინაზე – 50%;
  • განათლება – 10%;
  • დასვენება – 10%;
  • სიცოცხლის დაზღვევა – 10%.

თუ ადამიანს ჩვევად აქვს სისტემატურად შეინახოს შემოსავლის გარკვეული ნაწილი, იზრდება შანსები, რომ ის აუცილებლად მიაღწევს ფინანსურ დამოუკიდებლობას, მაგრამ თუ ადამიანი არაფერს არ ინახავს, ის ვერასდროს მიაღწევს ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაოდენ დიდი შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს.

არაფერია იმაზე მეტად დამამცირებელი და მტანჯველი, ვიდრე სიბერეში სიღარიბე, როდესაც შენ უკვე აღარ შეგიძლია მუშაობა და იძულებული ხარ ნათესავებსა და ქველმოქმედებაზე იყო დამოკიდებული. თანამშრომლებისადმი ფულის შენახვის მოთხოვნა, ყველა ფირმისათვის ჩვეულებრივ მოვლენად უნდა იქცეს. ეს იქნებოდა უდიდესი ხელშეწყობა ათასობით ადამიანისათვის, რომელთაც ამისთვის ნებისყოფა არ ჰყოფნით.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
ვინ არის ნაპოლეონ ჰილი: ბიოგრაფია: ნაპოლეონ ჰილი
ნაპოლეონ ჰილის რჩევები:
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – როგორ მივიღოთ საჭირო სამუშაო
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ჩვენს ირგვლივ ფულის კეთების მრავალი შესაძლებლობა არსებობს
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყოველი იდეის მიღმა სპეციალური ცოდნა იმალება
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყველაზე ნაყოფიერი წლები ორმოციდან სამოცამდეა
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – აიყვანე დამხმარედ კარგი ორატორი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).