ძალიან დიდი ხანია არსებობს სიტყვა „განათლების“ აზრის არასწორი გაგება, განათლებას განმარტავენ, როგორც ცოდნის მიღებას. ადამიანი შეიძლება იქცეს მოარულ ენციკლოპედიად და ამ დროს არანაირ ძალას არ ფლობდეს. ცოდნა მხოლოდ მაშინ იქცევა ძალად, როდესაც ის ორგანიზებული, კლასიფიცირებული და მოქმედებაში მოყვანილია. ზოგიერთი განათლებული ადამიანი, რომელთაც მსოფლიო იცნობდა, გაცილებით ნაკლებ ზოგად ცოდნას ფლობდა, ვიდრე ისინი, ვინც ბრიყვებად ითვლებოდნენ, სხვაობა იმაშია, რომ პირველნი თავიანთ ცოდნას იყენებდნენ, მეორენი კი – არა.
განათლებული ადამიანი ის არის, ვინც იცის, თუ როგორ უნდა მიიღოს ყოველივე ის, რაც საჭიროა ცხოვრებაში მთავარი მიზნის მისაღწევად, სხვათა უფლებების დარღვევის გარეშე, ბევრი ეგრეთ წოდებული „ნასწავლი ადამიანი ძალიან გაკვირვებული დარჩებოდა იმის გაგებით, რომ განათლებულთა განმარტებაში ვერ ექცევა. ბევრი კი, ის ვინც თვლის, რომ მას ცოდნა არ ყოფნის, ასევე გაკვირვებული იქნებოდა იმის გაგებით, რომ მას თურმე კარგი „განათლება“ აქვს.
ადამიანი, რომელსაც გონივრულად, აზრიანად შეუძლია განკარგოს სხვების ცოდნა, გაცილებით უფრო განათლებულია, ვიდრე ის, ვისაც გააჩნია ცოდნა, მაგრამ არ იცის რა უყოს მას.
ჩვენს ირგვლივ ფულის კეთების მრავალი შესაძლებლობა არსებობს – მაგალითად:
ცნობილი კოლეჯის პრეზიდენტმა მემკვიდრეობით უნაყოფო მიწის დიდი ნაკვეთი მიიღო, სადაც არ იყო ტყე, რომელსაც ექნებოდა რაიმე კომერციული ღირებულება, არ იყო არც სასარგებლო წიაღისეულთა საბადოები, ამიტომ მემკვიდრისათვის ის მხოლოდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული: მას უნდა გადაეხადა გადასახადები... შტატმა ამ მიწაზე გზატკეცილი გაიყვანა. ამ გზატკეცილზე მიმავალმა გაუნათლებელმა ადამიანმა შენიშნა, რომ ნაკვეთი ბორცვზე მდებარეობს, რომლის მწვერვალიდან ირგვლივ ყველა მიმართულებით მრავალ მილზე შესანიშნავი ხედი იხსნება. ამ გაუნათლებელმა ასევე შენიშნა, რომ მიწა ახალგაზრდა ფიჭვითა და სხვა ხეებით იყო დანაშენები. მან იყიდა ამ მიწის 50 აკრი, თითო ათ დოლარად; გზატკეცილთან ახლოს ააშენა დიდი მორებიანი სახლი სასადილო დარბაზით და დააყენა გასამართი სადგური. გზის გასწვრივ რამდენიმე ერთოთახიანი სახლი ააშენა და ისინი ტურისტებს ერთ ღამეში სამ დოლარად მიაქირავა. პირველსავე წელიწადს სასადილო დარბაზმა, გასამართმა სადგურმა და პატარა სახლებმა გზის გასწვრივ მას 15 000 დოლარის შემოსავალი მოუტანეს. მომდევნო წელს, მან კიდევ 50 მორებიანი სამოთახიანი სახლი დაამატა და ზაფხულში მათი 50 დოლარად გაქირავება დაიწყო. საამშენებლო მასალა მას არაფერი უჯდებოდა, რადგან იმ მიწაზე, რომელიც კოლეჯის პრეზიდენტმა უსარგებლოდ ჩათვალა, ის ჭარბად იზრდებოდა… სახლებიდან ხუთ მილში იმავე ადამიანმა 150 აკრის ნაკვეთი და ძველი ფერმა იყიდა, თითო 25 დოლარად, ააშენა 100 ფუტის სიგრძის კაშხალი, შემოაბრუნა ნაკადული და მის მიწაზე 15 აკრიანი ტბა წარმოქმნა; ამის შემდეგ ფერმის მიწა საამშენებლო ნაკვეთებად დაყო და დაიწყო მათი გაყიდვა იმ პირებზე, ვისაც აქ საზაფხულო აგარაკების აშენება სურდა. ამ მარტივმა ოპერაციამ მას ერთ ზაფხულში 25 000 დოლარის საერთო შემოსავალი მოუტანა. სხვათა შორის ეს ჭკვიანი და გამჭრიახი ადამიანი არ იყო „განათლებული“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
კოლეჯის პრეზიდენტმა, რომელმაც ეს მიწა 500 დოლარად გაყიდა, ამის შესახებ თქვა: „როგორ ვიფიქრებდი, ამ ადამიანმა, რომელსაც მრავალი თქვენგანი უვიცს უწოდებდა, შეურია თავისი უვიცობა 50 აკრ გამოუსადეგარ მიწას – ამ კომბინაციას მისთვის ყოველ წლიურად იმაზე მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე მე – ჩემი ეგრეთ წოდებული განათლების ხუთწლიანი გამოყენების შედეგად ვღებულობ.“
წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
ვინ არის ნაპოლეონ ჰილი: ბიოგრაფია: ნაპოლეონ ჰილი
ნაპოლეონ ჰილის რჩევები:
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – როგორ მივიღოთ საჭირო სამუშაო
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი ფულის შესახებ
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყოველი იდეის მიღმა სპეციალური ცოდნა იმალება
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – ყველაზე ნაყოფიერი წლები ორმოციდან სამოცამდეა
SEPtips: ნაპოლეონ ჰილი – აიყვანე დამხმარედ კარგი ორატორი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები